მთავარისიახლეებისაზოგადოებათავისუფლება მიშას! თავისუფლება ნიკას! - ენმ-მ პარლამენტში ბანერი გაშალა

თავისუფლება მიშას! თავისუფლება ნიკას! – ენმ-მ პარლამენტში ბანერი გაშალა

Published on

თავისუფლება მიშას! თავისუფლება ნიკას! – “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა საკანონმდებლო ორგანოში დაპატიმრებული პრეზიდენტის ბანერი გაშალეს.

ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის წევრებმა მმართველ გუნდს მიხეილ სააკაშვილის “უკანონო პატიმრობა” შეახსენეს და უთხრეს, რომ დეპოლარიზაცია ვერ მოხდება ვიდრე საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია ტყვეობაში იმყოფებიან.

გაათავისუფლეთ მიხეილ სააკაშვილი საპატიმროდან, გაათავისუფლეთ უკანონო, სამარცხვინო, სასაცილო ბრალით დაკავებული ნიკა გვარამია საპატიმროდან. ამის შემდეგ მზად ვართ, ვიმუშავოთ, წარვსდგეთ ჩვენი ევროპელი პარტნიორების წინაშე და ვუთხრათ, რომ საქართველო, ქართველი ხალხი ნამდვილად იმსახურებს, რომ პირველ ეტაპზე ჩვენ გავხდეთ ასოცირებული წევრი ევროკავშირის და შემდგომ EU-ს სრულფასოვანი წევრები. ეს არის ჩემი ერთადერთი მოწოდება, რომელიც სიტუაციას გამოიყვანს იმ ჩიხური მდგომარეობიდან, რომელშიც დღეს ვართ. თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს! თავისუფლება ნიკა გვარამიას! – განაცხადა დავით კირკიტაძემ.

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...