მთავარისიახლეებიმსოფლიორუსული შენაერთები სვატოვო-კრემენნაიას ფრონტს ვერ შეინარჩუნებენ - ანალიზი

რუსული შენაერთები სვატოვო-კრემენნაიას ფრონტს ვერ შეინარჩუნებენ – ანალიზი

Published on

რუსული პროპაგანდისტული არხების ანალიზის მიხედვითაც კი, სვატოვო–კრემენნაიას ფრონტი ჩამოსაშლელადაა განწირული. ლიმანის აღებისა და მდინარე ჟერებეცის მარცხენა ნაპირის დაკარგვის შემდეგ რუსულმა დანაყოფებმა კრემენესკენ (კრემენნაია) უკან დაიხიეს.

სწორედ იქ ამაგრებენ ახლა ახალ პოზიციებს, სადაც აპირებენ უკრაინელთა შეტევების შეჩერებას.  უკრაინელები აგრძელებენ დამატებითი ძალების გადასროლას ლიმანში, ტორსკოესა და ტერნში, ამავე დროს, შემტევი შენაერთების გადაჯგუფებას ახდენენ.  სწორედ სოფელი ტერნი გადაიქცა უკრაინული დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფების “ბაზად”, საიდანაც ისინი სვატოვო–კრემენნაიას გზაზე გადიან და მოქმედებენ, რის გამოც ამ ორ დასახლებულ პუნქტში მდებარე რუს სამხედროებს შორის საგზაო კავშირი არ არის.

კრემენნაიასგან ჩრდილოეთით ფრონტის ხაზი არ არის დაბალანსებული და მოძრაობს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინელებმა აიღეს მაკეევკა და რაიგოროდკის მიმართულებით მიდიან წინ.

უკრაინელების შენაერთები კუპიანსკის მხრიდანაც მოძრაობენ და ორლიანკა–კისლოვკის სიმაღლეებზე რუსულ პოზიციებს უტევენ.  კიდევ ერთ, ტავოლჟანსკის მონაკვეთზე უკრაინელები ასევე დამატებით ძალებს გზავნიან გრიანიკოვკისა და მასიუტოვკის შემოგარენში, რათა რუსულ პოზიციებს განმეორებით შეუტიონ.

რუსული შენაერთები განდევნილია ბოროვოდან, პოდლიმანიდან და შიიკოვკიდან, რუსული მხარე ამას იმით ხსნის, რომ შენაერთები სვატოვოს დასაცავად მოიხსნენ ამ პოზიციებიდან.  დასკვნა: რუსული შენაერთები განაგრძობენ იძულებით უკანდახევას მდინარე ოსკოლის ნაპირებიდან და კონცენტრირდებიან სვატოვოსთან, რაც იმას ნიშნავს, რომ უახლოეს პერიოდში მდინარე ოსკოლის მარცხენა ნაპირი მთლიანად ZSU-ს მტკიცე კონტროლქვეშ აღმოჩნდება.

ბუნებრივი დაბრკოლების (მდ. ოსკოლი) არარსებობის პირობებში სვატოვო–კრემენნაიას ფრონტის მონაკვეთის შენარჩუნებას რუსული შენაერთები ვერ შეძლებენ, მით უმეტეს, რომ უკრაინული დანაყოფები მათ რაოდენობითაც და ხარისხითაც აღემატებიან.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...