მთავარისიახლეებისაზოგადოებამიხეილ სააკაშვილთან დღეს ამერიკელი ნევროლოგი შევა

მიხეილ სააკაშვილთან დღეს ამერიკელი ნევროლოგი შევა

Published on

მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად გვიან ღამით საქართველოში კიდევ ერთი უცხოელი სპეციალისტი ჩამოვიდა. ნევროლოგი შეერთებული შტატებიდან, ყველა საჭირო პროცედურის გავლის შემდეგ შეეცდება მიხეილ სააკაშვილის მონახულებას.

“შეფასდება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა,შემდგომში დაველოდებით ერთობლივ კონსულტაციებს, დასკვნას და დასრულდება შემდგომში ექსპერტიზა”, – თქვა “ემპათიას” ხელმძღვანელმა, მარიამ ჯიშკარიანმა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტთან შეშვების თანხმობას ამ დრომდე ელოდება ორთოპედ-ქირურგი, პროფესორი ჯეიმს კობი. დვოკატები სახალხო დამცველს მიმართავენ ჩაერთოს საქმეში, რათა უცხოელ ექსპერტს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლის შესაძლებლობა მიეცეს.

დღესვე ამერიკელი ადვოკატი დინ ანჯელო საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან გეგმავს შეხვედრას. იგი დიპლომატს სააკაშვილის საქმის სამართლებრივ დეტალებს გააცნობს, რომელიც სასჯელის გადავადებას ეხება.

სიახლეები

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი – დანიგანი

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი - ამის...

დაკავებული ირაკლი ბათიაშვილი მოჰყავდათ და მამამისის პანაშვიდზე იდგა მთელი დღე – ნუცა ბათიაშვილი

„თავისუფალი უნივერსიტეტის“ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების დეკანი ნუცა ბათიაშვილი სოციალურ ქსელში იხსენებს, რომ როცა...

“როგორ გძინავთ ღამე ამდენი ხალხის ცოდვით!” – თბილისში დაღუპულის დისშვილი კახა კალაძესა და მერიას მიმართავს

"დეიდაჩემი ტონიანი სინკარების ქვეშ მოყვა და ადგილზე გარდაიცვალა, ყინვასა თუ სიცხეში იდგა დღეში 20...

ოკეანეში შვეულმფრენის ჩავარდნის შემდეგ, აშშ-ში ქართველ მეცნიერს ეძებენ

ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი მეცნიერი, ბიოლოგი ცოტნე ჯავახიშვილი შვეულმფრენით ოკეანეში ჩავარდა. როგორც სოციალურ...