მასობრივი განადგურების იარაღით აღჭურვილი რუსული ატომური წყალქვეშა გემი რადარებიდანაა გამქრალი

0
333

მასობრივი განადგურების იარაღით აღჭურვილი რუსული ატომური წყალქვეშა გემი რადარებიდანაა გამქრალი. ამერიკული დაზვერვა უკვე რამდენიმე დღეა კრემლის ყველაზე საშიშ იარაღს ვერ პოულობს. KA-329 რადარებმა ბოლოს კარის ზღვაში დააფიქსირეს. დასავლური და უკრაინული პრესა პუტინის მორიგი მუქარის შემდეგ მოვლენათა განვითარების ყველაზე სახიფათო და მძიმე სცენარზე ალაპარაკდა.

ატომური წყალქვეშა გემი ბელოროდი რუსეთის შეიარაღებაში 2018 წლიდანაა. ის 6 პოსეიდონის ტორპედოთია აღჭურვილი და თავდასხმის შემთხვევაში სრულად შეუძლია სანაპირო და საპორტო ქალაქების განადგურება. და რაც ყველაზე საყურადღებოა, KA-329 ულტრათანამედროვე რადარებისთვისაც ფაქტობრივად უჩინარია.

სად არის პუტინის მთავარი იარაღი, რომლითაც კრემლის დიქტატორი მსოფლიოს აშანტაჟებს – გუგა მაისურაძე გვიერთდება პირდაპირ ეთერში. გუგა ნიშნავს თუ არა პუტინის მორიგი სვლა, რომ მსოფლიო ბირთვული დაპირისპირების ზღვარზეა.

წინა სტატიაშეფის, ივანიშვილის დავალება იყო მუხთარლის გადაგდება საზღვარზე – გოგაშვილი საქმეში მონაწილე პირებს ასახელებს
შემდეგი სტატია“მიშას სიცოცხლისთვის” ამ წუთებში ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია იმართება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური