მთავარისიახლეებისაზოგადოებაგლდანის ციხეში სააკაშვილის წამების საქმეზე უკრაინის ხელისუფლებამ საგამოძიებო მოქმდებები დაიწყო

გლდანის ციხეში სააკაშვილის წამების საქმეზე უკრაინის ხელისუფლებამ საგამოძიებო მოქმდებები დაიწყო

Published on

გლდანის ციხეში სააკაშვილის წამების საქმეზე უკრაინის ხელისუფლებამ საგამოძიებო მოქმდებები დაიწყო.
უკრაინული მხარე ახლა მიხეილ სააკაშვილის გამოკითხვას ოფიციალურად ითხოვს.

შესაბამისი უწყება უკვე მზად არის და დოკუმენტს პროკურატურა, სავარუდოდ, უახლოეს დღეებში მიიღებს.

ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, 6 ოქტომბერს უკრაინის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში გადაყვანის განჩინება მიიღოს.

„უკრაინის სასამართლოში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე. 6 ოქტომბერს იმართება სასამართლო პროცესი, რომელზეც ადვოკატმა დააყენა შუამდგომლობა მოწმის სახით დაიკითხოს და გადაყვანილი იყოს უკრაინაში მიხეილ სააკაშვილი. პროკურატურამ ამ შუამდგომლობას მხარი დაუჭირა და ვაგზავნით უკრაინაში იმ დოკუმენტაციას, რომ სააკაშვილი იმყოფება პატიმრობაში. არ არის გამორიცხული, 6 ოქტომბერს უკრაინის სასამართლომ მიიღოს სააკაშვილის უკრაინაში გადაყვანის განჩინება”, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

სიახლეები

ვანო ნადირაძე თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს - ვანო ნადირაძე უკანასკნელ გზაზე ოჯახის...

პატიმრობა ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში – ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებები შედის

ქართული ოცნების პარლამენტს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებითი ცვლილებები შეაქვს. ცვლილების საბოლოოდ დამტკიცების შემთხვევაში, ადამიანს ადმინისტრაციული...

ვულოცავთ დანიას ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარედ დანიშვნას… მედი გვაქვს თქვენი ურყევი მხარდაჭერის-ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი დანიას ევროკავშირის თავმჯდომარედ დანიშვნას ულოცავს და იმედს გამოთქვამს, რომ დანია საქართველოს ევროპულ...

ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს

ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს. ამის შესახებ რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე ივანიშვილის დეპუტატმა, არჩილ...