მთავარისიახლეებიპოლიტიკადღეს, 12:00 საათზე, სააპელაციოში ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესია ჩანიშნული

დღეს, 12:00 საათზე, სააპელაციოში ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესია ჩანიშნული

Published on

სააპელაციო სასამართლოში დღეს, 12:00 საათზე, “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მორიგი პროცესი გაიმართება.

მოსამართლეთა კოლეგიამ სხდომა 12 საათზე ჩანიშნა. ბრალდებისა და დაცვის მხარეები დღეს უკვე დასკვნითი სიტყვებით წარსდგებიან.

იმ შემთხვევისთვის, თუ 4 ოქტომბერს მხარეებს დასკვნითი სიტყვისთვის დრო არ ეყოფათ და პროცესი ვერ დასრულდება, მოსამართლეთა კოლეგიამ კიდევ ერთი – მეოთხე სხდომა დანიშნა, უკვე 11 ოქტომბერს, 16 საათსა და 30 წუთზე.  

მეორე ინსტანციის სასამართლოში ეს ნიკა გვარამიას საქმის მესამე განხილვა იქნება.

ცნობისთვის, “ოცნების” ხელისუფლებამ ნიკა გვარამია 2022 წლის 16 მაისს დააკავა და 3.6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

“მთავარი არხი”

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...