მთავარისიახლეებიმსოფლიოჩრდილოეთ კორეამ იაპონიის თავზე ბალისტიკური რაკეტა გაუშვა

ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის თავზე ბალისტიკური რაკეტა გაუშვა

Published on

ჩრდილოეთ კორეის საშუალო რადიუსის ბალისტიკურმა რაკეტამ იაპონიის ჩრდილოეთ ნაწილს გადაუფრინა.

იაპონიის მთავრობამ კუნძულ ჰოკაიდოზე მცხოვრები ხალხი გააფრთხილა, თავი შეეფარებინათ. დროებით შეფერხდა სარკინიგზო მიმოსვლაც.

აღსანიშნავია, რომ ეს ჩრდილოეთ კორეის რაკეტის იაპონიის თავზე გაშვების პირველი შემთხვევაა 2017 წლის შემდეგ.

იაპონიის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ რაკეტა იაპონიიდან დაახლოებით 3000 კმ დაშორებით, წყნარ ოკეანეში ჩავარდა და არავინ დაშავებულა.

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ ჩრდილოეთ კორეის ქმეებები მკაცრად დაგმო და რაკეტის გაშვება “ძალადობრივ ქცევად” შეაფასა.

იაპონიის მთავრობამ, მომხდართან დაკავშირებით, ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია.

სიახლეები

რუსთაველზე სახალხო ახალი წლისთვის მზადება 20:00 საათიდან იწყება

უწყვეტი პროტესტის 36-ე დღე და ახალი წელი რუსთაველის გამზირზე - მოსახლეობა ახალ წელს ერთად...

საუბარია არა შიდა პოლიტიკაზე ან რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის მხარდაჭერაზე, საუბარია პირობაზე, რომელიც 1 წლის წინ მოგვცეს და არ შეასრულეს” – ბუდრისი “ოცნებაზე”

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, კესტუტის ბუდრისი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება - ის აღნიშნავს, რომ...

თვითგამოცხადებულმა პრემიერმა კობახიძემ, კალანდარიშვილსა და კაციტაძეს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნა

არალეგიტიმურმა პრემიერმა კობახიძემ ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილსა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, კარლო კაციტაძეს...

ჟურნალისტი გიორგი ლაფერაშვილი გარდაიცვალა

ჟურნალისტი და პროდიუსერი გიორგი ლაფერაშვილი გარდაიცვალა. მომხდარ სამწუხარო ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაციას ტელეკომპანია “ფორმულა“ ავრცელებს. დღეს ჩვენთვის...