მთავარისიახლეებიარ არის გამორიცხული, 6 ოქტომბერს უკრაინის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში გადაყვანის განჩინება...

არ არის გამორიცხული, 6 ოქტომბერს უკრაინის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში გადაყვანის განჩინება მიიღოს

Published on

არ არის გამორიცხული, 6 ოქტომბერს უკრაინის სასამართლომ სააკაშვილის უკრაინაში გადაყვანის განჩინება მიიღოს, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ ,,ვივა მედის” კლინიკასთან, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც ის ამბობს, 6 ოქტომბერს, უკრაინის სასამართლოში გასამართ პროცესზე, რომელიც მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ განხორციელებული არაადამიანური მოპყრობის ფაქტს ეხება, ადვოკატმა შუამდგომლობა დააყენა, რომ მიხეილ სააკაშვილი მოწმის სახით დაიკითხოს და უკრაინაში იყოს გადაყვანილი.

ხაჭაპურიძის ინფორმაციით, უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მოწმის სახით დაკითხვის შუამდგომლობას მხარი დაუჭირა:

„უკრაინის სასამართლოში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე. 6 ოქტომბერს იმართება სასამართლო პროცესი, რომელზეც ადვოკატმა დააყენა შუამდგომლობა მოწმის სახით დაიკითხოს და გადაყვანილი იყოს უკრაინაში მიხეილ სააკაშვილი. პროკურატურამ ამ შუამდგომლობას მხარი დაუჭირა და ვაგზავნით უკრაინაში იმ დოკუმენტაციას, რომ სააკაშვილი იმყოფება პატიმრობაში. არ არის გამორიცხული, 6 ოქტომბერს უკრაინის სასამართლომ მიიღოს სააკაშვილის უკრაინაში გადაყვანის განჩინება. საქართველოს ხელისუფლების ნებაზეა დამოკიდებული გააგზავნიან თუ არა სააკაშვილს უკრაინაში დასაკითხად, თუ საერთაშორისო კონვენციებით ვიმსჯელებთ, ხელისუფლებას შეუძლია ეს შეასრულოს”, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

სიახლეები

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი – დანიგანი

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი - ამის...

დაკავებული ირაკლი ბათიაშვილი მოჰყავდათ და მამამისის პანაშვიდზე იდგა მთელი დღე – ნუცა ბათიაშვილი

„თავისუფალი უნივერსიტეტის“ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების დეკანი ნუცა ბათიაშვილი სოციალურ ქსელში იხსენებს, რომ როცა...

“როგორ გძინავთ ღამე ამდენი ხალხის ცოდვით!” – თბილისში დაღუპულის დისშვილი კახა კალაძესა და მერიას მიმართავს

"დეიდაჩემი ტონიანი სინკარების ქვეშ მოყვა და ადგილზე გარდაიცვალა, ყინვასა თუ სიცხეში იდგა დღეში 20...

ოკეანეში შვეულმფრენის ჩავარდნის შემდეგ, აშშ-ში ქართველ მეცნიერს ეძებენ

ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი მეცნიერი, ბიოლოგი ცოტნე ჯავახიშვილი შვეულმფრენით ოკეანეში ჩავარდა. როგორც სოციალურ...