კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთი ყურადღებით აკვირდება უკრაინის გადაწყვეტილებას, NATO-ში დაჩქარებული წესით შესვლის განაცხადთან დაკავშირებით.
როგორც მან აღნიშნა, უკრაინის სწრაფვა NATO-ში გაწევრიანებისკენ “სამხედრო ოპერაციის” ერთ-ერთი მიზეზი იყო.
“ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით ამ გადაწყვეტილებას და გვახსოვს, რომ სწორედ NATO-ს მიმართ უკრაინის ორიენტაცია გახდა სპეციალური სამხედრო ოპერაციის ერთ-ერთი მიზეზი”, – თქვა მან.
ცნობისთვის, 30 სექტემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინა NATO-ში დაჩქარებული წესით შესვლის განაცხადს აკეთებს.