მთავარისიახლეებითუ პუტინი გამოიყენებს ბირთვულ იარაღს, აშშ გაანადგურებს რუსეთის არმიას უკრაინაში და შავი...

თუ პუტინი გამოიყენებს ბირთვულ იარაღს, აშშ გაანადგურებს რუსეთის არმიას უკრაინაში და შავი ზღვის ფლოტს – პეტრეუსი

Published on

“შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები გაანადგურებენ რუსეთის ჯარებსა და აღჭურვილობას უკრაინაში – ასევე ჩაძირავენ მის შავი ზღვის ფლოტს – თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ატომურ იარაღს გამოიყენებს”, – ამის შესახებ CIA-ს ყოფილმა დირექტორმა, დევიდ პეტრეუსმა განაცხადა.

როგორც პეტრეუსმა აღნიშნა, მას ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთან, ჯეიკ სალივანთან არ უსაუბრია ბირთვულ ესკალაციაზე აშშ-ს სავარაუდო პასუხთან დაკავშირებით. ABC News-თან მან თქვა:

“ჰიპოთეტურად რომ გითხრათ, ჩვენ ვუპასუხებდით NATO-ს – კოლექტიური ძალისხმევის ხელმძღვანელობით რომელიც ამოიღებს ყველა რუსულ კონვენციურ ძალას, რომელსაც ჩვენ ვხედავთ და ამოვიცნობთ ბრძოლის ველზე უკრაინაში და ასევე ყირიმში და ყველა გემს შავ ზღვაში”

კითხვაზე, რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენება უკრაინაში მიიყვანს თუ არა ამერიკასა და NATO-ს ომამდე, პეტრეუსმა თქვა, რომ ეს არ იქნება სიტუაცია, რომელიც გამოიწვევს ალიანსის მე-5 მუხლის ამოქმედებას, რადგან უკრაინა NATO-ს წევრი არ არის, თუმცა მისი თქმით, ამის მიუხედავად “აშშ-სა და NATO-ს პასუხი იქნება სათანადო”.

პეტრეუსის თქმით, იმის ალბათობა, რომ რადიაცია გავრცელდება NATO-ს წევრ ქვეყნებზე მე-5 მუხლის ქოლგის ქვეშ, შესაძლოა განიმარტოს, როგორც თავდასხმა ნატოს წევრზე.

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...