მთავარისიახლეებისაზოგადოებანობელიანტ ექიმს მიხეილ სააკაშვილთან კლინიკაში არ უშვებენ

ნობელიანტ ექიმს მიხეილ სააკაშვილთან კლინიკაში არ უშვებენ

Published on

ამერიკელი ადვოკატი, რომელიც დღეს მიხეილ სააკაშვილს კლინიკა ვივა მედში შეხვდა, აცხადებს, რომ ის უშუალოდ აშშ-სა და უკრაინის საელჩოებთან იმუშავებს. მისივე თქმით, უკვე საქართველოშია ამერიკელი ექიმი ჯეიმს კობი, რომელიც ელოდება ნებართვას მიხეილ სააკაშვილთან შესასვლელად:

“დიდი დრო დაგვჭირდა აქ ჩამოსასვლელად. საბოლოოდ ჩამოვედით პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სანახავად. ამ ქვეყნისთვის და ამ ერისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სოციალური იდენტობის შექმნაში დახმარება. მე უშუალოდ ვიმუშავებ აშშ-სა და უკრაინის საელჩოსთან. ჩვენ გვყავს ექიმი ჯეიმს კობი, რომელიც არის ნობელის პრიზის ლაურეატი. ის აქ არის და ის ელოდება მიხეილ სააკაშვილთან შეშვებას. მას ჯერ კიდევ არ აქვს თანხმობა რომ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულოს. საქართველოს ისტორიაში პირველად ჩამოვიდა მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი ექიმი, რათა პაციენტი მოინახულო და შეაფასოს პრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობა, თუმცა მას ჯერ კიდევ არ უშვებენ. ვმუშაობთ და ძალისხმევას, ამასთან უფლება უნდა მივცეთ ექიმ კობის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულოს. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ამერიკის შეერთებული შტატებისა და უკრაინის საელჩოებთან ამ პროცესის დასაჩქარებლად.” ამბობს მასიმო დი ანჯელო.

სიახლეები

“გახარია საქართველოსთვის” და „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა

ორი ოპოზიციური პარტია თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა- “ლელო ძლიერი საქართველოს“ და “გიორგი გახარიას“...

ტრამპი უკრაინის შესაიარაღებლად ახალ “აგრესიულ” გეგმას გამოაცხადებს-Axios

ამერიკული გამოცემა Axios ორ საკითხზე ინფორმირებულ წყაროზე წერს, რომ 14 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ...

ამ ზაფხულს რუსულმა არმიამ მისი ხელმძღვანელობის მოლოდინები ვერ გაამართლა-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის საზაფხულო იერიშის მცდელობამ არმიის ხელმძღვანელობის მოლოდინები არ...

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ორი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის...