მთავარისიახლეებილიეტუვის საგარეომ რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

ლიეტუვის საგარეომ რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

Published on

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსი დიპლომატი სერგეი რიაბოკონი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. ორშაბათს სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ რიაბოკონს, ვილნიუსში რუსეთის საელჩოს საქმეთა დროებით რწმუნებულს, მიეცა ხუთი დღე ქვეყნის დასატოვებლად.

უწყება ამბობს, რომ დიპლომატის ბოლო ქმედებები და განცხადებები “შეუთავსებელი იყო მის დიპლომატიურ სტატუსთან” და მიიჩნევა მასპინძელი სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევად.

“ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე კატეგორიულად გააპროტესტა რუსეთის პრეზიდენტის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპორიჟჟიის რეგიონების უკანონო ანექსიის შესახებ, რომელთა ნაწილები დროებით რუსეთის მიერ იყო ოკუპირებული”, – ნათქვამია განცხადებაში.

საგარეო ამბობს, რომ დიპლომატმა ვენის კონვენცია დაარღვია.

სიახლეები

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დეესკალაცია აუცილებელია რეგიონის სტაბილურობისთვის

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენი ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამწვავების ფონზე სასწრაფო დეესკალაციისკენ მოუწოდა,...

კატარი: სამაგიეროს გადავუხდით ირანს

კატარი ინარჩუნებს ირანისთვის სამაგიეროს გადახდის უფლებას, კატარელ ხალხზე მისი ღია თავდასხმის შემდეგ,- ამის შესახებ...

მოსკოვი თეირანთან მუდმივ კონტაქტზეა-პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ირანის ხელმძღვანელობასთან მუდმივ კავშირზე იმყოფება. მისი...

მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი – ნინო წილოსანი სამძიმრის წერილზე

ყველა ქვეყნის კანონმდებლობაში მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი - ასე შეაფასა "ქართული ოცნების"...