მთავარისიახლეებისაზოგადოებაინფლაციის მაჩვენებელი ისტორიულ მაქსიმუმზეა

ინფლაციის მაჩვენებელი ისტორიულ მაქსიმუმზეა

Published on

პურ-პროდუქტები 33%, რძე, ყველი და კვერცხი – 23% , ზეთი – 21% – ქვეყანაში ყველაფერი ისევ გაძვირდა. ცოტა ხნის წინ საქსტატმა ფასების ახალი ინდექსი გამოაქვეყნა. ფასების ახალი ინდექსი საქსტატმა გამოქვეყნა. მონაცემების თანახმად, წლიურმა ინფლაციის დონემ საქართველოში 11.5% შეადგინა.

შარშანდელთან შედარებით ფასები ყველა პროდუქტზეა გაზრდილი. გაძვირდა არა მხოლოდ საკვები პროდუქტები, არამედ ბინის ღირებულება, მანქანის შენახვა და ტრანსპორტი.

საქსტატის მონაცემებით, წინა წელთან შედარებით ფასები გაზრდილია შემდეგ პროდუქტებზე:

პური და პურპროდუქტები + 32.8%
რძე, ყველი და კვერცხი + 23.3%
მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები + 22.5%
ზეთი და ცხიმი + 21.2%
ყავა, ჩაი და კაკაო + 18.9%
თევზეული + 16.5%
შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული + 15.8%
ხორცი და ხორცის პროდუქტები + 9.8%
ხილი და ყურძენი + 9.6%;

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 15.8%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 5.14%-ით აისახა.

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 14.1%-ით, რაც 1.69%-ით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები, ძირითადად, მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (16.8%) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (13.7%).

საცხოვრებელი, წყალი, ელექტროენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 12.2%-იანი მატება, რაც 1.18%-ით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ფაქტობრივი გადასახადი საცხოვრებელზე – 24.3%, საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (12.5%), ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (5.8%).

ეკონომისტები დადებით პროგნოზს ვერ აკეთებენ. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ისედაც დაბაშემოსავლიან მოსახლეობას გაზრდილი ფასები კიდევ უფრო მძიმე ტვირთად დააწვება.

ინფლაცია ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. პრობლემა კიდევ ამ 11.5%-ში არის ის, რომ ყველაზე მეტად ფასები იზრდება სურსათზე. საშუალო ზრდა სურსათზე არის 17.17 % ცოტა მეტი და მ 17%-ში თითქმის 1/3-ით არის გაზრდილი პურზე ფასები, პური, რძე, ყველი, კვერცხი,ა სეთ რაღაცეებზე უფრო დიდი ტემპით იზრდება ფასები, რაც განსაკუთრებთ პრობლემაა საქართველოს კონტექსტში, იმიტომ,რომ ამ ქვეყნის დიდი ნაწილი არის დაბალშემოსავლიანი ანუ ღარიბი და მათთვის პურზე , ყველზე, კვერცხზე და რძეზე გაზრდილი ფასები არის პრობლემური, იმიტომ, რომ ისინი უბრალოდ ვეღარ ყიდულობენ, – ამბობს სოსო ბერიკაშვილი.

სიახლეები

რუსეთში აფხაზ სტუდენტებს რუსულ ჯარში გაწვევა ემუქრებათ

რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში მოსწავლე აფხაზი სტუდენტები, რომლებსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვთ, მოულოდნელად რუსეთის არმიაში გაწვევის...

პენიტენციური უარყოფს, რომ ციხეში ახლა უკვე მეორე ძმა ფეიქრიშვილსაც სცემეს

ძმებ ფეიქრიშვილების დედა ამბობს, რომ დავითის შემდეგ, დღეს ციხის საკანში მისი მეორე შვილი, გიორგი...

წანდრიფშში, გაგრის მუნიციპალიტეტში, ნაგვის კონტეინერთან ახალშობილის ცხედარი იპოვეს

ოკუპირებული აფხაზეთის დაბა წანდრიფშში, გაგრის მუნიციპალიტეტში, კარიერნაიას ქუჩაზე, ნაგვის კონტეინერთან ახალშობილი ბიჭის ცხედარი აღმოაჩინეს. 24...

„ამ ინტერვიუს აუცილებლად უნდა უყუროთ“ – აიან შარიფბაიევი ზელენსკის 

ყაზახი ჟურნალისტი და პოლიტიკური მიმომხილველი: "თქვენ აუცილებლად უნდა ნახოთ ზელენსკის ეს ინტერვიუ სტივენ ბარტლეტთან. კამერის წინ...