მთავარისიახლეებიმსოფლიოევროკავშირმა უკრაინისთვის დამატებით 5 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების პაკეტი დაამტკიცა

ევროკავშირმა უკრაინისთვის დამატებით 5 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების პაკეტი დაამტკიცა

Published on

ევროკავშირმა უკრაინისთვის დამატებით 5 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების პაკეტი დაამტკიცა.

მემორანდუმზე ხელმოწერის შესახებ ევროკავშირის ვაჭრობის კომისარმა ვალდის დომბროვსკიმ განაცხადა.

უკრაინის პრემიერმინისტრის დენის შმიგალის განცხადებით, ეს არის ევროკავშირის მხრიდან კიდევ ერთი ჟესტი, რომელიც მხარს უჭერს უკრაინას გამარჯვებაში, აღდგენასა და ევროპული მომავლის განხორციელებაში.

20 სექტემბერს ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის დამატებით 5 მილიარდი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარება დაამტკიცა. მაშინ ჩეხეთის რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრმა და ევროკავშირის თავმჯდომარემ, ზბინეკ სტანიურამ აღნიშნა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს უკრაინას და ასრულებს დაპირებებს.

“ჩვენ ხელს ვუწყობთ იმის უზრუნველყოფას, რომ უკრაინამ და მისმა ძირითადმა ინფრასტრუქტურამ ფუნქციონირება გააგრძელოს, რუსეთის აგრესიული ომის მიუხედავად”, – თქვა ევროკავშირის თავმჯდომარემ.

უკრაინის დახმარებას აშშ-ც აგრძელებს. აშშ უკრაინისთვის დამატებით $1.1 მილიარდის სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფას გეგმავს.

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...