მთავარისიახლეებიმსოფლიობირთვული იარაღის ნებისმიერი გამოყენება აბსოლუტურად მიუღებელია - სტოლტენბერგი

ბირთვული იარაღის ნებისმიერი გამოყენება აბსოლუტურად მიუღებელია – სტოლტენბერგი

Published on

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ბირთვული იარაღის ნებისმიერი გამოყენება აბსოლუტურად მიუღებელია.

“ატომური იარაღის ნებისმიერი გამოყენება აბსოლუტურად მიუღებელია, ის მთლიანად შეცვლის კონფლიქტის ხასიათს. რუსეთმა უნდა იცოდეს, რომ ბირთვული ომის მოგება შეუძლებელია,” – თქვა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.

სტოლტენბერგის თქმით, NATO სერიოზულად უნდა მოეკიდოს რიტორიკას, რომელიც რუსეთიდან, მათ შორის ვლადიმერ პუტინისგან მოდის. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ თუ პუტინი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, ამას რუსეთისთვის სერიოზული შედეგები მოჰყვება.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 21 სექტემბერს განაცხადა, რომ რუსეთს აქვს ბირთვული იარაღი და საფრთხის შემთხვევაში, მზადაა ყველა საშუალება გამოიყენოს. ამასთან დაკავშირებით, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა თქვა, რომ ევროკავშირმა პუტინის მუქარა ბირთვულ იარაღზე სერიოზულად უნდა მიიღოს.

სიახლეები

ვანო ნადირაძე თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს - ვანო ნადირაძე უკანასკნელ გზაზე ოჯახის...

პატიმრობა ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში – ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებები შედის

ქართული ოცნების პარლამენტს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებითი ცვლილებები შეაქვს. ცვლილების საბოლოოდ დამტკიცების შემთხვევაში, ადამიანს ადმინისტრაციული...

ვულოცავთ დანიას ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარედ დანიშვნას… მედი გვაქვს თქვენი ურყევი მხარდაჭერის-ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი დანიას ევროკავშირის თავმჯდომარედ დანიშვნას ულოცავს და იმედს გამოთქვამს, რომ დანია საქართველოს ევროპულ...

ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს

ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს. ამის შესახებ რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე ივანიშვილის დეპუტატმა, არჩილ...