მთავარისიახლეებიმსოფლიოსად შეიძლება მოხდეს რუსული ბირთვული დარტყმა - The New York Times ორ...

სად შეიძლება მოხდეს რუსული ბირთვული დარტყმა – The New York Times ორ ვარიანტს ასახელებს

Published on

“გადაწყვეტილების მიმღები ცენტრები”, შესაძლოა, რუსული ბირთვული დარტყმის პირველი სამიზნეები გახდნენ, თუ მოსკოვი გადაწყვეტს, ამ სახის იარაღი გამოიყენოს.

გამოცემის აზრით, ბირთვულ მუქარას ორი მიზანი აქვს: ნატოსა და აშშ-ის შეშინება ან უკრაინის იძულება, დაუბრუნდეს მოლაპარაკების მაგიდას. 

პუტინის მუქარის მიუხედავად “გადაწყვეტილების მიმღები ცენტრების მიმართ, ტაქტიკური ბირთვული იარაღი მოსკოვმა, შესაძლოა, სულ სხვაგან გამოიყენოს, დემონსტრირების მიზნით. გამოცემის აზრით, რუსმა სამხედრო ექსპერტებმა კრემლს შესთავაზეს ტაქტკური ბომბის ჩამოგდება შავ ზღვაში. მეორე ვარიანტად უკრაინის სამხედრო ბაზები სახელდება. 

გამოცემა აღნიშნავს, რომ პუტინისთვის ბირთვული იარაღი ისაა, რაც ზესახელმწიფოს სტატუსიდან რუსეთს შემორჩა. სტატიაში აღნიშნულია, რომ ბირთვული მუქარა უახლოესი საფრთხე არ არის და რომ პირველ ნაბიჯებად, შესაძლოა, რუსეთი განიხილავდეს დივერსიებს ევროპაში, შეტევებს უკრაინის ენერგეტიკაზე და კიევის მაღალი თანამდებობის პირებზე თავდასხმებს. სტატიაში ნათქვამია, რომ ბირთვული იერიში არ იქნება მიტანილი უკრაინის დიდ ქალაქებსა და ობიექტებზე. 

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად მხოლოდ “წითელ ღილაკზე” თითის დაჭერა არ არის საკმარისი: ეს მოქმედებათა და გადაწყვეტილების შემსრულებელთა მთელი ჯაჭვია. ამასთან, ბირთვული იარაღი ყოველთვის არ უდრის დიდ აფეთქებას: ის შეიძლება, ნაღმმტყორცნისთვის ან ქვემეხისთვის გამოყენნებული ჭურვისოდენაც იყოს… 

ელვისებურმა შეტევამ უკვე ხერსონის მიმართულება მოიცვა – რა უნდა ვიცოდეთ დღის ბოლოს

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...