მთავარისიახლეებიმსოფლიორუსეთმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ანექსია კონსტიტუციურად აღიარა

რუსეთმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ანექსია კონსტიტუციურად აღიარა

Published on

რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ქვეყნის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის ფედერაციასთან შეერთების შესახებ ხელშეკრულებები კონსტიტუციურად აღიარა. საუბარია უკრაინის ოთხი რეგიონის: ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ანექსიიაზე.

შეგახსენებთ, რომ 30 სექტემბერს კრემლში ოთხ დოკუმენტს ხელი მოაწერეს ვლადიმერ პუტინმა და საოკუპაციო ტერიტორიების ე.წ. ხელმძღვანელებმა.

პუტინმა მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს, როგორც ამას მოითხოვს კანონი „რუსეთის ფედერაციის საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ – ეს აუცილებელია რუსეთის პარლამენტის მიერ მათ რატიფიცირებამდე.

როგორც BBC წერს, საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე, მიღებული განცხადებების ბაზაში, 2 ოქტომბრის შუაღამის შემდეგ პუტინის ოთხი დოკუმენტი არა მხოლოდ დარეგისტრირდა, არამედ უკვე მიღებულ იქნა განსახილველად. ეს ნიშნავს, რომ მოსამართლეებმა საგანგებო სხდომა ღამით გამართეს.

სიახლეები

პარტიების აკრძალვის სარჩელი კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტს ეწინააღმდეგება – TI

კონსტიტუციური სარჩელი, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში საქართველოში დასრულდება პოლიტიკური პლურალიზმი და საარჩევნო დემოკრატია, ვერ აკმაყოფილებს...

“ოცნებამ” ევროსასამართლოში კიდევ ერთი საქმე წააგო

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებისას დაკავებული გელა ჭიღლაძის საქმეზე გადაწყვეტილება...

მარნეულის მერის ძალადობაში ბრალდებული ძმა სახლშია

მარნეულის მერის ძმა, ქენან ისმაილოვი, რომელიც მიმდინარე წლის აპრილში ძალადობის ბრალდებით დააკავეს, უკვე სახლში...

ოპოზიციის ლიდერები აკრედიტებულ ელჩებს ხვდებიან

პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვამდე ერთი დღით ადრე ოპოზიციის ლიდერები საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს...