მთავარისიახლეებიმსოფლიოროცა ტყვეობაში ხარ, ვერაფერს ცვლი, მოწყენილი რატომ უნდა იყო? - მიხაილო დიანოვი

როცა ტყვეობაში ხარ, ვერაფერს ცვლი, მოწყენილი რატომ უნდა იყო? – მიხაილო დიანოვი

Published on

უკრაინელი საზღვაო ქვეითი, “აზოვსტალის” მცველი მიხაილო დიანოვი,რომელიც ტყვეობიდან ახლახან გათავისუფლდა, ტყვეობის პერიოდს იხსენებს:

“როცა პატარა ვიყავი, მაღაზიიდან ვბრუნდებოდი, არაჟნის ქილა ხელიდან გამივარდა და გამიტყდა. ატირებული დავბრუნდი სახლში. მამა მეუბნება: “რა გატირებს? შენი ტირილი და მოწყენილობა ქილას გაამთელებს?”, არა, მაგიტომ არ ვტირი-მეთქი, ვუპასუხე. “აბა, რატომ?”. “მეგონა, დასჯიდი”. “კი, დაგსჯი. აჰა ფული, შენი სასჯელი ეგ არის რომ უნდა გაიქცე და ახალი ქილა იყიდო”, – მეუბნება მამა.

როცა ტყვეობაში ხარ, ხვდები, რომ არაფრის შეცვლა უკვე აღარ შეგიძლია – ეს ბრძოლა არ არის, რომ შენზე რამე იყოს დამოკიდებული. რატომ უნდა იყო მოწყენილი? მთელი ძალა უნდა მოიკრიბო, ოპტიმისტები შემოიკრიბო და განწყობა აიმაღლო, გულში კი იმედი უნდა გქონდეს…” – ამბობს დიანოვი. 

სად შეიძლება მოხდეს რუსული ბირთვული დარტყმა – The New York Times ორ ვარიანტს ასახელებს

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...