მთავარისიახლეებიმსოფლიოZSU ლიმანს მომდევნო 72 საათის განმავლობაში აიღებს - რა უნდა ვიცოდეთ ომის...

ZSU ლიმანს მომდევნო 72 საათის განმავლობაში აიღებს – რა უნდა ვიცოდეთ ომის 220-ე დილას

Published on

რა უნდა ვიცოდეთ გასულ დღე-ღამეზე, უკრაინაში მიმდინარე ომზე და ზოგადად, უკრაინის თემასთან დაკავშირებით: :

ლიმანთან ბრძოლები ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. ორივე მხარე ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციას ავრცელებს, თუმცა, მათგან ყველაზე ახალი არცერთი არაა დილის ინფორმაცია. ღამის ცნობების უკრაინული ვერსიით, ლიმანის გარშემო რკალი შეკრულია, რუსული მხარე კი ამტკიცებს, რომ საღამოს ლიმანის დამცველების დასახმარებლად მისულმა დამატებითმა ძალებმა ქალაქის ჩრდილოეთით ყულფის გაფართოება შეძლეს და დასახლება სტავკი დაიბრუნეს.

აშშ-ის ომის შემსწავლელი ინსტიტუტის მონაცემებით კი, ZSU ლიმანს მომდევნო 72 საათის განმავლობაში აიღებს. უკრაინის არტილერიას ბლოკირებული აქვს ქალაქიდან ერთადერთი გასასვლელი – კრემენნაია-ტორსკოეს გზა, რუსული შენაერთები ლიმანში ოპერატიულ ალყაში არიან.

ლიმანის გათავისუფლება უკრაინას ხელფეხს უხსნის ლუგანსკის ოლქის მიმართულებით კონტრშეტევისკენ, რომელიც, ფაქტობრივად, მთლიანად ოკუპირებულია.

“ცხელი ოქტომბერი გველოდება, ყველაფერი თვის ბოლოს გაირკვევა”, – აცხადებს ოლექს არესტოვიჩი.

“უახლოეს პერსპექტივაში არ გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს”, – ამბობს უკრაინის დაზვერვის წარმომადგენელი, კირილ ბუდანოვი.

უკრაინელმა მეზენიტეებმა ხერსონის მიმართულებაზე, ბერისლავის რაიონში, მტრის ვერტმფრენი Ка-52 ჩამოაგდეს.

სარაკეტო-საარტილერიო ძალებმა მტრის პოზიციებზე 330 დარტყმა განახორციელეს.

ლიკვიდირებულია 10 ოკუპანტი, განადგურებულია მძიმე ცეცხლმტყორცნი «Сонцепек», ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა «Град», ორი თვითმავალი მსხვილკალიბრიანი ჰაუბიცა «Мста-С», 3 ტანკი.

ჩვენ ვიცით, სად ინახება ირანული დრონები – ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რასაც ჩვენი ჰაიმარსები ვერ წვდება. როგორც კი გვექნება სათანადო შეიარაღება, აუცილებლად დავარტყამთ მას, – თქვა აშშ-ში მყოფმა დავით არახამიამ.

ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის დამატებით $12,4 მილიარდის გამოყოფას ხელი მოაწერა.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...