“ქართული ოცნების” ფრაქციის თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე ამტკიცებს, რომ მობილიზაციას გამოქცეულ რუსებს დეზერტირებს მხოლოდ პუტინის ხელისუფლება და ქართული “რადიკალური ოპოზიცია” ეძახის. მისი თქმით, რუსებს უკრაინაში ქალებისა და ბავშვების დახოცვა არ უნდათ და სწორედ ამ მიზეზით გადადიან სხვა ქვეყნებში.
“მსოფლიოში დღეს, ცივილიზებულ სამყაროში, დეზერტირები რუსეთიდან გაქცეულ ადამიანებს, რომლებსაც არ უნდათ უკრაინაში ბავშვების და ქალების დახოცვა უწოდებს მხოლოდ დეზერტირებს პუტინი და მისი ხელისუფლება და ქართული რადიკალური ოპოზიცია, რომელიც დახვდა პლაკატებით იქ. ხომ გახსოვთ? ხომ გაქვთ ნანახი ფოტოები? პუტინი ამბობს. რომ დეზერტირები არიანო და ქართული რადიკალური ოპოზიცია, პლაკატებზე წერს წარმოიდგინეთ, ეს ქვეცნობიერია მათი, პოლიტიკური და მორალური ქვეცნობიერი”, – თქვა მდინარაძემ.