მთავარისიახლეებიპრაქტიკად ჩამოყალიბდა თანამდებობის პირთა მხრიდან ჟურნალისტებისადმი ცინიკური დამოკიდებულება

პრაქტიკად ჩამოყალიბდა თანამდებობის პირთა მხრიდან ჟურნალისტებისადმი ცინიკური დამოკიდებულება

Published on

ფიზიკური თავდასხმები კრიტიკულ მედიაზე, ჟურნალისტების მიმართ ცინიკური დამოკიდებულება თანამდებობის პირების მხრიდან და შეკრების უფლების შეზღუდვა – სახალხო დამცველი პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე ანგარიშს წარადგენს:

“გაიზარდა კრიტიკული მედიასაშუალების წარმომადგენელთა მიმართ ფიზიკური თავდასხმის შემთხვევები. ჩვეულ პრაქტიკად ჩამოყალიბდა პოლიტიკური თანამდებობის პირთა მხრიდან ჟურნალისტებისადმი ცინიკური და აგდებული დამოკიდებულება, სახელმწიფო უწყებების ღონისძიებაზე მათი დაუშვებლობა და დისკრედიტაციისკენ მიმართული განცხადებები.

გამოხატვის თავისუფლების დაცვა პირდაპირ კავშირშია შეკრების უფლების შეუფერხებელ რეალიზაციასთან ამ მხრივ მთავარ პრობლემას წარმოადგენს, რომ შეკრების დროს კვლავ გამოიყენება დღევანდელ კონსტიტუციურ წესრიგთან შეუთავსებელი, 1984 წელს მიღებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი. სამართალდამცველები შეკრების მართვის და დაშლის შემთხვევაში არაპროპორციულ ძალას იყენებდნენ და დაკავების შემთხვევები ვერ პასუხობდა აუცილებლობის მოთხოვნას“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...