მთავარისიახლეებიმსოფლიოლიმანი ალყაშია, დნეპრი და მიკოლაევი დაიბომბა - რა უნდა ვიცოდეთ ომის 219-ე...

ლიმანი ალყაშია, დნეპრი და მიკოლაევი დაიბომბა – რა უნდა ვიცოდეთ ომის 219-ე დილას

Published on

1993 წლის 30 სექტემბერს რუსეთმა საქართველოს ნაწილის ოკუპაცია მოახდინა, ხოლო 2022 წლის 30 სექტემბერს უკრაინის ორი რეგიონის “დამოუკიდებლობა” აღიარა:

ვლ. პუტინმა წუხელ ხელი მოაწერა დადგენილებას, რომლის თანახმადაც ზაპოროჟიესა დს ხერსონის ოლქები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნეს, ხოლო დღეს, მოსკოვის დროით 15:00-ზე, რუსეთის პრეზიდენტი “საზეიმოდ” გამოაცხადებს დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკების რუსეთის შემადგენლობაში შესვლას. 

ამასობაში კი ლიმანში მყოფი რუსული შენაერთები სრულ ოპერატიულ ალყაშია, უკან დასახევი გზა მოჭრილია.

ინფორმაციას აშშ ომის შემსწავლელი ინსტიტუტი ადასტურებს. ISW წერს, რომ ალყა შედგა.  

დასახლება სტავოკთან უკრაინელებმა დაცვის ხაზი გაარღვიეს და გადაჭრეს ტორსკოე-დრობიშევოს დამაკავშირებელი გზა, რომელიც ლიმანის დასავლეთიდან ერთადერთი გზა იყო მომარაგებისა და უკანდახევისთვის.

ZSU-მ ასევე, გადაჭრა სვატოვო-ლიმანის გზა, რომელიც მნიშვნელოვანი იყო რუსეთისთვის, უშუალოდ ლიმანში მყოფ რუსულ შენაერთებთან დასაკავშირებლად და მათ მხარდასაჭერად.

ქალაქ დნეპრში, ოკუპანტების მიერ ღამით განხორციელებული დაბომბვის შედეგად, სამოქალაქო ავტობუსების სადგომზე 100 ავტობუსი დაიწვა. ამას გარდა, რაკეტა საცხოვრებელ კვარტალშიც ჩამოვარდა, არიან დაღუპულები და დაჭრილები. ღამის განმავლობაში 5 დრონი-კამიკაძე მიკოლაევის, 2 კი ოდესის ოლქებს უტევდა. 

ამერიკის სენატმა მხარი დაუჭირა უკრაინისთვის $ 12.35 მილიარდი დოლარის გამოყოფას, სადაც $7.8 მილიარდი დოლარი უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის სამხედრო დახმარების გაწევას მოხმარდება.

ბელარუსის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ქვეყანაში მობილიზაცია არ ტარდება და რომ ყველა სამხედრო შეკრება გეგმიურ ხასიათს ატარებს.

მიხეილ ლაზუტინი – კრემლის მიერ დაფინანსებული და წახალისებული ბლოგერი, უკრაინაში რუსეთის არმიის ბარბაროსული მოქმედებების აქტიური მხარდამჭერი , საქართველოშია, მან საზღვარი ზემო ლარსიდან გადმოკვეთა. ლაზუტინი თავადაც მოძალადეა და ამას არც მალავს: ის ჰიფსტერებს ქუჩაში სცემდა, იღებდა და ვიდეოს ინტერნეტში აქვეყნებდა.

რუსეთი ბირთვულ იარაღს მოულოდნელად ვერ გამოიყენებს იმის გამო, რომ აშშ-მა გააძლიერა ბირთვულ იარაღზე სადაზვერვო თვალთვალი, ხოლო NATO-ს წევრმა ქვეყნებმა რუსეთი გააფრთხილეს, რომ ბირთვული იარაღის გადაადგილების შემჩნევვისთანავე, სასტარტო პოზიციამდე, ბირთვული ბადრაგის კოლონა განდგურდება.

სიახლეები

რევაზ ნადარაიამ დარბაზი მაია კოპალეიშვილსაც დაატოვებინა

ხმაურის და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ მაია კოპალეიშვილი სხდომათა დარბაზიდან...

ნიკა გვარამია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გააძევეს

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია სხდომის დარბაზიდან გააძევა. „საკონსტიტუციო სასამართლოს...

განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ, რომ ასე გაგრძელება უკვე აღარ შეიძლება. თავისი შესაძლებლობა სრულად ამოწურა, ამ ხელისუფლებამ – მეუფე იობი

„მშვიდობის ნიღბის ქვეშ ყველაფერი იყიდება. მშვიდობა შეგვინარჩუნა ამ ხელისუფლებამ, მაგრამ ვხედავთ, რომ ახალგაზრდების გადინებაა...

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით,...