მთავარისიახლეებისაზოგადოებაირაკლი კობახიძე - კეზერაშვილმა აღიარა, რომ არის ოლიგარქი, ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ...

ირაკლი კობახიძე – კეზერაშვილმა აღიარა, რომ არის ოლიგარქი, ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ ქვეყანას ნამდვილად სჭირდება დეოლიგარქიზაცია

Published on

„ნაციონალური მოძრაობის“ დასუსტება ნიშნავს საქართველოში პოლიტიკური სისტემის გაძლიერებას, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, დავით კეზერაშვილი არის სრული ოლიგარქი.

„მას აქვს წაღებული დიდი ფული, ხალხისგან ნაძარცვი ფული. ის იყო თავდაცვის მინისტრი და აქედან ერთ თვეში გახდა მილიარდიანი ბრუნვის კომპანიის მფლობელი. ამ ფულს ხარჯავს ქართულ პოლიტიკაში, რაც არის მიუღებელი ქართული კულტურისთვის. მან აღიარა, რომ არის ოლიგარქი და ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ ჩვენს ქვეყანას ნამდვილად სჭირდება დეოლიგარქიზაცია. რაც წერია ევროკომისიის დოკუმენტში, ის აუცილებლად უნდა შესრულდეს. რა ფორმით შესრულდება, ეს ცალკე განხილვის თემაა, თუმცა ჩვენს ქვეყანას დეოლიგარქიზაცია ნამდვილად სჭირდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, პროცესები, რაც ვითარდება „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით, არის ძალიან კარგი.

„არის შიდა დაპირისპირებები, არის სხვადასხვა პრობლემა, რაც ვლინდება, მათ შორის, არის არაფორმალური მმართველობის პრობლემა, არის რეალური თავმჯდომარე და არის რეალური ბელადი, არის ოლიგარქის პრობლემა. ხედავთ, რომ მსხვილი თანხები იხარჯება არალეგალური ფორმით, რასაც აღიარებს თავად კეზერაშვილი. არის უამრავი ტიპის პრობლემები, რაც საბოლოო ჯამში არის იმის შედეგი, რომ ჩვენი ხელისუფლება სათანადოდ დგას ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე და ასეთ დროს ასეთი ძალების წარმატების შესაძლებლობა არ იქნება, როგორიც არის „ნაციონალური მოძრაობა“. რა თქმა უნდა, ჩვენ შემდგომშიც ხელი უნდა შევუწყოთ ასეთი პროცესების განვითარებას, რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ დასუსტება ნიშნავს საქართველოში პოლიტიკური სისტემის გაძლიერებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სიახლეები

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი – დანიგანი

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი - ამის...

დაკავებული ირაკლი ბათიაშვილი მოჰყავდათ და მამამისის პანაშვიდზე იდგა მთელი დღე – ნუცა ბათიაშვილი

„თავისუფალი უნივერსიტეტის“ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების დეკანი ნუცა ბათიაშვილი სოციალურ ქსელში იხსენებს, რომ როცა...

“როგორ გძინავთ ღამე ამდენი ხალხის ცოდვით!” – თბილისში დაღუპულის დისშვილი კახა კალაძესა და მერიას მიმართავს

"დეიდაჩემი ტონიანი სინკარების ქვეშ მოყვა და ადგილზე გარდაიცვალა, ყინვასა თუ სიცხეში იდგა დღეში 20...

ოკეანეში შვეულმფრენის ჩავარდნის შემდეგ, აშშ-ში ქართველ მეცნიერს ეძებენ

ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი მეცნიერი, ბიოლოგი ცოტნე ჯავახიშვილი შვეულმფრენით ოკეანეში ჩავარდა. როგორც სოციალურ...