მთავარისიახლეებიღარიბაშვილი პოლიციელებს, სუს-ის თანამშრომლებსა და ჯარისკაცებს ხელფასს უზრდის

ღარიბაშვილი პოლიციელებს, სუს-ის თანამშრომლებსა და ჯარისკაცებს ხელფასს უზრდის

Published on

პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პოლიციელების, ჯარისკაცებისა და უსაფრთხოების სამსახურში დასაქმებულების ხელფასები 20%-ით იზრდება რისთვისაც ბიუჯეტში 290 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

“თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და უსაფრთხოების სამსახურის დაფინანსება იზრდება 490 მილიონი ლარით ჯამურად, მათ შორის, პოლიციელების, ჯარისკაცებისა და უსაფრთხოების სამსახურის ხელფასები გაიზრდება 20%-ით, ამ მიზნით გათვალისწინებულია 290 000 000 ლარი.

ჩვენ გახსოვთ რომ იანვარში გავზარდეთ ყველა საჯარო მოხელისთვის 10%-ით ხელფასები, 2023 წლის იანვარში ასევე გაგრძელდება ყველა საჯარო მოხელისთვის 10%-ით ხელფასები და ეს ზრდა გაგრძელდება მომდევნო წლებშიც. ჩვენ გამოვყავით ჯარისკაცები, პოლიციელები და უსაფრთხოების სამსახური და მათი ხელფასი 20%-ით გაიზრდება იანვრიდან, ყველა თანამშრომლისთვის”, – თქვა ღარიბაშვილმა.

მისივე განცხადებით, პოლიციელებისთვის ქალაქის მშენებლობა რამდენიმე კვირაში დაიწყება.

სიახლეები

ანრი კვარაცხელიას საქმეზე განაჩენის გამოცხადება მოსამართლემ 18 ივლისისთვის გადადო

სინდისის პატიმარს, ანრი (ანზორ) კვარაცხელიას საქმეზე განაჩენი 18 ივლისს 10:30 საათზე გამოცხადდება. ადვოკატის, ლაშა ცუცქირიძის...

კიევში СБУ-ს პოლკოვნიკი მაყუჩიანი იარაღიდან 5 გასროლით მოკლეს

უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პოლკოვნიკი მოკლეს - ივან ვორონიჩს კიევის გოლოსევსკის...

მიხეილ სააკაშვილი – „ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს – სააკაშვილი

„ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს - სინანულის გამოხატვით უნდა შემოვიფარგლოთ, - ამის შესახებ...

“ტერორი საქართველოში” – ზურაბიშვილი საბა ჯიქიას განაჩენზე

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში სინდისის პატიმროსთვის, საბა ჯიქიასთვის პატიმრობის მისჯას ეხმიანება...