მთავარისიახლეებიგანცხადებები, რომ აშშ-მა საქართველოს შესთავაზა ახალი ტიპის თავდაცვითი იარაღი, სავსეა უზუსტობებით

განცხადებები, რომ აშშ-მა საქართველოს შესთავაზა ახალი ტიპის თავდაცვითი იარაღი, სავსეა უზუსტობებით

Published on

აშშ-ს ელჩის პასუხები ქართული ოცნების ლიდერებს – კელი დეგნანი მმართველი პარტიის თავმჯდომარის და ოცნებას “გამოყოფილების” თავდასხმას გამოეხმაურა. დეგნანი ამბობს, რომ შეერთებულ შტატების სურვილი არ ყოფილა და არც არის საქართველოს ომში ჩართვა.

ამერიკელი დიპლომატი აქვე ადასტურებს, რომ ამერიკამ მოკავშირე ქვეყნებს უკრაინის ომში დახმარებისთვის მიმარტა, თუმცა რა პასუხი მიიღო საქართველოს ხელისუფლებისგან ელჩს აღარ დაუკონკრეტებია.

დეგნანი გამოეხმაურა გიორგი ვაშაძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, “ოცნების” ხელისუფლებამ უარი თქვა თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად ამერიკის მრავალმილიარდიან შეთავაზებასა და მფრინავების გადამზადებაზე. დეგნანი ამბობს, რომ ინფორმაცია ბევრ უზუსტობას შეიცავს:

“რაც შეეხება ბოლოდროინდელ განცხადებებს იმის შესახებ, რომ აშშ-მა საქართველოს შესთავაზა ახალი ტიპის თავდაცვითი იარაღი. ეს განცხადებები სავსეა უზუსტობებით. ჩვენ ვთხოვეთ ყველა პარტნიორსა და მოკავშირეს მთელ მსოფლიოში, რომ ყველაფერი გაეკეთებინათ, რათა უკრაინას დახმარებოდნენ პუტინის მიერ წამოწყებულ სასტიკ ომში. უკრაინა იბრძვის თავისი დამოუკიდებლობისთვის და თავისუფლებისთვის, ამიტომ, მას დახმარება სჭირდება. ჩვენ ასევე მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ არასდროს მოგვითხოვია საქართველოსთვის მეორე ფრონტის გახსნა.

ჩვენ თავიდანვე ყველაფერს ვაკეთებდით, რომ ეს ომი არ დაწყებულიყო და ახლაც ყველაფერს ვაკეთებთ რომ ის რაც შეიძლება მალე დასრულდეს. ამერიკა რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების დასამყარებლად მუშაობს” თქვა კელი დეგნანმა.

სიახლეები

ზუგდიდის,რაიონულმა სასამართლომ აქტივისტი როსტო ზარანდია დამნაშავედ ცნო

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ როსტო უკვე მეოთხედ ცნო "დამნაშავედ", ამჯერადაც "დანაშაული" პროკურატურის კედელზე მზია ამაღლობელის...

მედია- აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოგდების ბრძანება რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გასცა

აზერბაიჯანულ რედაქციაში შესულმა ანონიმურმა წერილმა შესაძლოა ახალ ფაზაში გადაიყვანოს გამოძიება, რომელიც ეხება 2024 წლის...

სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე-სერიოზულად უნდა განვიხილოთ რუსული არხების აკრძალვა

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა ადგილობრივ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ "სერიოზულად უნდა...

პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებს სადეპუტატო მანდატები შეუჩერა

82 მომხრე - 0 წინააღმდეგი - "ოცნების" პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებისთვის სადეპუტატო მანდატების ვადაზე...