ბათუმის მე-7 საჯარო სკოლაში მოსწავლემ აფხაზეთის დროშა ჩამოხია, რომელიც ცალკე სახელმწიფოდ იყო წარმოდგენილი. ამის გამო მან შენიშვნა მიიღო სკოლის დირექტორისგან, თუმცა დირექტორმა მედიას უთხრა, რომ მოსწავლემ რუსეთის დროშა ჩამოხია.
მოსწავლეებმა მედიას სკოლის კედელზე განთავსებული სახელმწიფო სიმბოლოების ამსახველი სრული სურათი გაუგზავნეს, სადაც ე.წ. აფხაზეთის დროშა ცალკე სახელმწიფოს სიმბოლოდაა წარმოდგენილი.
აღსანიშნავია, რომ ეს ხდება 30 სექტემბერს, როცა ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. გამარჯვების დღეს აღნიშნავენ.
წყარო: ტვ 25, ბათუმი.