მთავარისიახლეებიმსოფლიოაშშ არასდროს აღიარებს რუსეთის პრეტენზიებს უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე - ჯო ბაიდენი

აშშ არასდროს აღიარებს რუსეთის პრეტენზიებს უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე – ჯო ბაიდენი

Published on

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი პირობას დებს, რომ შეერთებული შტატები არასოდეს აღიარებს რუსეთის პრეტენზიებს უკრაინის სუვერენულ ტერიტორიებზე.

“მინდა, ძალიან მკაფიო ვიყო ამ საკითხში – შეერთებული შტატები არასდროს, არასდროს, არასოდეს აღიარებს რუსეთის პრეტენზიებს უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე“, – განაცხადა ბაიდენმა.

მან დაგმო „რეფერენდუმი“, რომელიც პრორუსულმა ძალებმა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩაატარეს და აღნიშნა, რომ ეს იყო „აბსოლუტური სიყალბე“, რომლის შედეგები „მოსკოვში დაამზადეს“.

ბაიდენმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის უკრაინაზე თავდასხმა გაერო-ს წესდების და სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ძირითადი პრინციპების უხეში დარღვევაა.

„რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე იმპერიული ამბიციების განსახორციელებლად არის გაერო-ს წესდების და სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ძირითადი პრინციპების უხეში, უხეში დარღვევა“, – აღნიშნა ბაიდენმა.

ცნობილია, რომ შეერთებული შტატები, მოკავშირეებთან ერთად მუშაობს სანქციებზე, რომელსაც რუსეთს უკრაინის ახალი ტერიტორიების ანექსირების შემდეგ დაუწესებენ. კრემლის ინფორმაციით, დღეს ხელი მოეწერება უკრაინის ოთხი ოლქის, დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ შეთანხმებებს.

სიახლეები

ტრამპი- ირანთან მიღწეულ შეთანხმებას, შესაძლოა, ამ შაბათ-კვირას მოეწეროს ხელი

აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანთან მიღწეულ "დიდებულ შეთანხმებას“, შესაძლოა, "უკვე ამ შაბათ-კვირას" მოეწეროს...

სენაკში შვილმა მამა დაჭრა

სენაკში შვილმა 65 წლამდე ასაკის მამა, სავარაუდოდ ყელის არეში დანით დაჭრა. პენსიონერი მამაკაცი მძიმე მდგომარეობაში...

გალტ & თაგარტმა საქართველოს, იმერეთისა და სამეგრელოს ეკონომიკურ ტენდენციებზე ქუთაისში კონფერენცია გამართა

გალტ & თაგარტმა ქუთაისში ბიზნესის წარმომადგენლებისთვის კონფერენცია „ეკონომიკური ტენდენციები საქართველოში, იმერეთსა და სამეგრელოში“ გამართა....

იმერეთში-კაცმა ცოლი, დედა და ცოლის მეგობარი დაჭრა

პოლიციამ დააკავა კაცი, რომელმაც ცოლი, დედა და ცოლის მეგობარი ქალი ცივი იარაღით დაჭრა. ამის...