მთავარისიახლეებიმსოფლიო„ჩრდილოეთ ნაკადის“ მილსადენებზე მომხდარი გაჟონვის ადგილთან ახლოს რუსული სამხედრო გემები დააფიქსირეს

„ჩრდილოეთ ნაკადის“ მილსადენებზე მომხდარი გაჟონვის ადგილთან ახლოს რუსული სამხედრო გემები დააფიქსირეს

Published on

ევროპის უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლებმა „ჩრდილოეთ ნაკადის“ მილსადენებზე მომხდარი გაჟონვის ადგილის მახლობლად ორშაბათს და სამშაბათს რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის გემები დააფიქსირეს, – ინფორმაციას CNN-ი დასავლეთის დაზვერვის ორ წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

ტელეკომპანიის წყაროების განმარტებით, გაურკვეველია, ჰქონდათ თუ არა რაიმე კავშირი გემებს წყალქვეშ აფეთქებებთან, რომელმაც, სავარაუდოდ, მილსადენებიდან გაზის გაჟონვა გამოიწვია, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი მრავალი ფაქტორიდან, რომელსაც გამომძიებლები შეისწავლიან. დაზვერვის ერთ-ერთი წარმომადგენელის განცხადებით, ამ ტერიტორიებთან ახლოს გასულ კვირას რუსული წყალქვეშა ნავებიც დააფიქსირეს. აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას დანიელმა სამხედრო მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ რუსული გემები რეგულარულად მოქმედებენ რეგიონში და ხაზი გაუსვა, რომ გემების დაფიქსირება სულაც არ მიუთითებს იმაზე, რომ დაზიანება რუსეთის გამოწვეულია.

შეგახსენებთ, „ჩრდილოეთის ნაკადი 1“-სა და „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მილსადენებიდან ბალტიის ზღვაში, დანიისა და შვედეთის ტერიტორიულ წყლებში გაზის გაჟონვა მოხდა. მომხდარს ორივე ქვეყანა იძიებს. აშშ-ის, ევროკავშირისა და ნატო-ს ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ინციდენტის მიზეზი დივერსიული აქტია.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...