მთავარისიახლეებისაზოგადოებაავსტრიის ელჩი - ვგმობთ ალექსანდრე ლუკაშენკოს "ვიზიტს" აფხაზეთში

ავსტრიის ელჩი – ვგმობთ ალექსანდრე ლუკაშენკოს “ვიზიტს” აფხაზეთში

Published on

ავსტრია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და რასაკვირველია, ჩვენ ვგმობთ ამ “ვიზიტს”, – ამის შესახებ საქართველოში ავსტრიის ელჩმა, თომას მიულმანმა ოკუპირებულ აფხაზეთში ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს ჩასვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

ამასთან, ელჩმა ასევე ისაუბრა საქართველოს მიერ 12 რეკომენდაციის შესრულებაზე და ხაზი გაუსვა, რომ თუკი მხარეები ერთად იმუშავებენ, ქვეყანა ევროკომისიის რეკომენდაციებს მალე შეასრულებს.

„იცით, რომ ევროპულმა საბჭომ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება და საქართველოს მიანიჭა ევროპული პერსპექტივა. ეს არის ის, რისი სათანადოდ არ დაფასებაც არ შეიძლება და ეს არის ნამდვილად ისტორიული გადაწყვეტილება. ევროკომისიამ კი წარადგინა 12 პირობა, რომელიც უნდა შესრულდეს იმისთვის, რომ შემდგომი ნაბიჯი გადაიდგას და ეს არის კანდიდატის სტატუსი. ვიცი, რომ ბევრი სამუშაო მიმდინარეობს და დარწმუნებული ვარ, რომ თუკი ყველა ერთად იმუშავებს, საქართველო მალე შეასრულებს ამ 12 პირობას“, – აღნიშნა ელჩმა.

შეგახსენებთ, რომ ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში გუშინ ჩავიდა. ლუკაშენკო აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს ასლან ბჟანიას ბიჭვინთის აგარაკზე შეხვდა. შეხვედრაზე ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ 2 დღის წინ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან გამართულ შეხვედრაზე აფხაზეთის საკითხი განიხილეს. მისი თქმით, აფხაზეთთან არა მხოლოდ „მეგობრობის ხიდის“ აშენება, არამედ ძალიან სერიოზული ურთიერთობები სურთ.

სიახლეები

“გახარია საქართველოსთვის” და „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა

ორი ოპოზიციური პარტია თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა- “ლელო ძლიერი საქართველოს“ და “გიორგი გახარიას“...

ტრამპი უკრაინის შესაიარაღებლად ახალ “აგრესიულ” გეგმას გამოაცხადებს-Axios

ამერიკული გამოცემა Axios ორ საკითხზე ინფორმირებულ წყაროზე წერს, რომ 14 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ...

ამ ზაფხულს რუსულმა არმიამ მისი ხელმძღვანელობის მოლოდინები ვერ გაამართლა-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის საზაფხულო იერიშის მცდელობამ არმიის ხელმძღვანელობის მოლოდინები არ...

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ორი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის...