მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ხახვის გუმბათი" კამანის უძველესი ქართული ეკლესიისთვის, ენგურის ხიდის გავლით მიაქვთ

“ხახვის გუმბათი” კამანის უძველესი ქართული ეკლესიისთვის, ენგურის ხიდის გავლით მიაქვთ

Published on

“მთავარმა არხმა” ექსკლუზიურად გადაიღო ე.წ. “ხახვის გუმბათი” – რუსული ეკლესიის მთავარი ატრიბუტი, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან, ენგურის ხიდის გავლით, ოკუპირებულ აფხაზეთში გადაჰქონდათ.

მანქანას, რომელიც ზუგდიდიდან გალის მიმართულებით გადაადგილდებოდა და სადაც მოოქროვილი გუმბათი იყო დადებული, ენგურჰესის საშვი ჰქონდა.

როგორც ირკვევა, გუმბათი სწორედ ზუგდიდის რაიონში დაამზადეს ხელოსნებმა, აფხაზი ე.წ. კანონიერი ქურდების შეკვეთით. გუმბათი სოხუმის რაიონის სოფელ კამანის ეკლესიაში მიაქვთ და იქ არსებული უძველესი ქართული გუმბათი (ეზოში იოანე ოქროპირია დაკრძალული) სწორედ რუსული “ხახვის გუმბათით” უნდა ჩაანაცვლონ.

ამ ჟესტით აფხაზმა ე.წ.-მა კანონიერმა ქურდებმა აფხაზეთის მარიონეტულ ხელისუფლებასა და აფხაზეთის ეკლესიის ლიდერად თვითგამოცხადებულ ბესარიონ აპლიას გაუკეთეს საჩუქარი.

სიახლეები

ზუგდიდის,რაიონულმა სასამართლომ აქტივისტი როსტო ზარანდია დამნაშავედ ცნო

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ როსტო უკვე მეოთხედ ცნო "დამნაშავედ", ამჯერადაც "დანაშაული" პროკურატურის კედელზე მზია ამაღლობელის...

მედია- აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოგდების ბრძანება რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გასცა

აზერბაიჯანულ რედაქციაში შესულმა ანონიმურმა წერილმა შესაძლოა ახალ ფაზაში გადაიყვანოს გამოძიება, რომელიც ეხება 2024 წლის...

სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე-სერიოზულად უნდა განვიხილოთ რუსული არხების აკრძალვა

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა ადგილობრივ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ "სერიოზულად უნდა...

პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებს სადეპუტატო მანდატები შეუჩერა

82 მომხრე - 0 წინააღმდეგი - "ოცნების" პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებისთვის სადეპუტატო მანდატების ვადაზე...