მთავარისიახლეებივინც დევნისგან თავშესაფარს ეძებს, განურჩევლად ეროვნებისა, შეუძლია მიმართოს აშშ-ს - თეთრი სახლი

ვინც დევნისგან თავშესაფარს ეძებს, განურჩევლად ეროვნებისა, შეუძლია მიმართოს აშშ-ს – თეთრი სახლი

Published on

უკრაინა და დასავლეთის სახელმწიფოები ე.წ რეფერენდუმებს ყალბს უწოდებენ და აცხადებენ, რომ შედეგები წინასწარ არის განსაზღვრული. ოფიციალური კიევის თქმით, მოსკოვის მიერ ჩატარებული ეს ფარსი უკრაინას საკუთარი ტერიტორიების დაბრუნებაში ხელს ვერ შეუშლის.

რუსეთში კი ვითარება კვლავ არაპროგნოზირებადია. მოსახლეობის დიდი ნაწილი ქვეყნიდან გარბის, რისი მიზეზიც კრემლის მიერ გამოცხადებული მობილიზაცია გახდა.

ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა და განაცხადა, რომ რუსებს, რომლებიც მობილიზაციას გაურბიან, შეუძლიათ თავშესაფარი აშშ-ს სთხოვონ.

“ჩვენ მკაფიოდ განვასხვავებთ ერთის მხრივ რუსეთის მთავრობასა და მისი შეიარაღებული ძალების ქმედებებს უკრაინაში და მეორეს მხრივ რუს ხალხს, რომელთაგან ბევრმა ამ უსამართლო ომის წინააღმდეგ, ხმა აიმაღლა. ჩვენ ამას ვხედავთ ბოლო 2დღის განმავლობაში და ასევე ვხედავთ, რომ რუსეთში საპროტესტო აქციები გრძელდება. ამიტომ, ყველას, ვინც თავშესაფარს ეძებს დევნისთვის, განურჩევლად მათი ეროვნებისა, შეუძლია მიმართოს აშშ-ს”- თქვა თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კარინ ჟან-პიერმა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის მედიაში უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული რეფერენდუმების შედეგები გამოაქვეყნეს, რომელთა მიხედვით, რუსეთთან შეერთებას მოსახლეობის თითქმის 100%-მა მისცა ხმა.

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...