საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ნაწილში ე.წ. რეფერენდუმის ჩატარებას. განცხადება უწყების Twitter-ზე გამოქვეყნდა.
“საქართველო გმობს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ დადგმულ უკანონო რეფერენდუმებს. უკრაინის ტერიტორიების ანექსიის ეს მცდელობები მიუღებელია. საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას” – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ უკანონო რეფერენდუმები უკრაინის დროებით ოკუპირებულ მიწებზე 4 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და გუშინ, 27 სექტემბერს დასრულდა. ოკუპანტი რუსეთის მტკიცებით, მათთან შეერთებას მხარი მოსახლეობის თითქმის 100%-მა დაუჭირა.