მთავარისიახლეებიმსოფლიორუსეთის საავადმყოფოებმა ცხედრების პაკეტების მასობრივი შესყიდვა დაიწყეს (ვიდეო)

რუსეთის საავადმყოფოებმა ცხედრების პაკეტების მასობრივი შესყიდვა დაიწყეს (ვიდეო)

Published on

რუსეთის საავადმყოფოებმა ცხედრებისთვის განკუთვნილი პოლიეთილენის, დიდი ტევადობის პაკეტების შეძენა მასობრივად დაიწყეს, ამასთან, ზოგიერთ შემთხვევებში, შესყიდული პაკეტების რაოდენობა საწოლი ადგილების რაოდენობას აჭარბებს, რაც იმას ნიშნავს, რომ საავადმყოფოებში უკრაინიდან ცხედრებს ელოდებიან. 

მაგალითად, მოსკოვში, სპასოკუკოცკის სახელობის საავადმყოფომ, სადაც სულ 814 საწოლი ადგილია, 3.000 ასეთი პაკეტი შეისყიდა. საოლქო კლინიკურმა საავადმყოფომ – 500 პაკეტი 180 ადგილისთვის. უფაში კი საავადმყოფომ, რომელსაც 510 საწოლი ადგილი აქვს, ტენდერი გამოაცხადა 2.000 პაკეტის შესაძენად.  

შეგახსენებთ, რუსეთიდან უკრაინაში საბრძოლველად, უმეტესწილად, ყოველგვარი წინასწარი მომზადების გარეშე უშვებენ ახალმობილიზებულებს, ხოლო უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა ოლექს არესტოვიჩმა განაცხადა, რომ უკრაინაში უკვე დაიღუპნენ პირველი მობილიზებულები, ხოლო მათი ნაწილი ტყვედ ჩავარდა. 

სიახლეები

ოპოზიციის ლიდერები აკრედიტებულ ელჩებს ხვდებიან

პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვამდე ერთი დღით ადრე ოპოზიციის ლიდერები საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს...

ტრამპი: არ მჯერა, რომ რუსეთი ირანს ეხმარება

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მას არ სჯერა, რომ რუსეთი ირანს ეხმარება. ამის შესახებ...

გარემოს ეროვნული სააგენტო: ამინდი უარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 20 ოქტომბრის ღამიდან 22 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოს ტერიტორიაზე...

მასშტაბური ძალადობის შემდეგ საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში კომენდანტის საათი დაწესდება

შაბათ-კვირას დაფიქსირებული მასშტაბური ძალადობის შემდეგ საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში კომენდანტის საათი დაწესდება. პრემიერმინისტრ სებასტიან ლეკორნუს...