მთავარიUncategorizedრუსეთი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს, სავარაუდოდ, 4 ოქტომბერს "გაიფორმებს"

რუსეთი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს, სავარაუდოდ, 4 ოქტომბერს “გაიფორმებს”

Published on

რუსეთის ფედერაციის საბჭო უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიას, სავარაუდოდ, 4 ოქტომბერს “გააფორმებს”.

რუსეთის ფედერაციის საბჭოს სპიკერის, ვალენტინა მატვიენკოს განცხადებით, ამ ოლქების რუსეთთან შეერთების საკითხის განხილვა რეფერენდუმების საბოლოო შდეგების ოფიციალურად გამოცხადებისთანავე იქნება შესაძლებელი.

“ჩვენ პატივისცემით ვეკიდებით ამ ოლქების მოსახლეობის ნებას, შეუერთდნენ რუსეთის ფედერაციას. ჩვენ მათ მხარს დავუჭერთ. ვვარაუდობთ, რომ თუ ყველაფერი კარგად იქნება, 4 ოქტომბერს მზად ვართ, განვიხილოთ ეს საკითხი”,- თქვა მატვიენკომ.

ცნობისთვის, ოკუპანტი ქვეყნის ინფორმაციით, უკრაინაში ფსევდორეფერენდუმები დასრულდა, რომლის წინასწარი შედეგითაც დონეცკში, ლუგანსკში, ზაპოროჟიესა და ხერსონში რუსეთთან შეერთებას მოსახლეობის 90%-ზე მეტი უჭერს მხარს. ამ “რეფერენდუმებს” დასავლეთი და ცივილიზებული სამყარო არ აღიარებს.

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...