მთავარისიახლეებიპოლიციამ აქციის მონაწილეები ლარსის გამშვებ პუნქტთან არ მიუშვა

პოლიციამ აქციის მონაწილეები ლარსის გამშვებ პუნქტთან არ მიუშვა

Published on

ლარსზე ამ წუთებში “დროას” ორგანიზებით აქცია იმართება. პროტესტს სამოქალაქო აქტივისტები, საქართველოში უკრაინის საელჩოს წარმომადგენლები და მოქალაქეები უერთდებიან.

სამართალდამცავებმა აქციის ჩატარების უფლება ადგილზე შეკრებილებს საზღვრიდან დაახლოებით 5 კმ-ში მისცეს. გამშვებ პუნქტამდე მისვლის უფლება მათ არ აქვთ.

“მოგეხსენებათ როგორი მოძრაობაა, როგორც რუსეთიდან თბილისის მიმართულებით, ასევე, თბილისიდან რუსეთის მიმართულებით გადატვირთულია მოძრაობა და აქციის მონაწილეებს ავუხსენით, რომ არ მოხდეს მოძრაობის კოლაფსი, მოვუწოდეთ, რომ გზის გვერდულზე გაჩერებულიყვნენ”, – თქვა პოლიციის წარმომადგენელმა.

ადგილზე გაშლილია ბანერები, რუსეთის დანაშაულების ამსახველი ფოტოები, საქართველოსა და უკრაინის დროშები.

სიახლეები

კვერცხი 7%-ით, ხორცი 3%-ით, ბაღჩეული და ბოსტნეული კი 26,3%-ით გაძვირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა...

საბა ჯიქიას, საქმეზე განაჩენი 10 ივლისს გამოცხადდება

"4 წელი მალე გავა, მალე გამოვალ" - ასეთი წარწერა გააკეთა დღეს განაჩენის მოლოდინში მყოფმა...

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის – პავილიონისი

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა...

შეშფოთებულები ვართ პოლიტიკოსების დაპატიმრებებით – მარია ტელალიანი

ეუთოს ყოველწლიურ საპარალამენტო ასამბლეაზე, ეუთო/ოდირის დირექტორმა, მარია ტელალიანიმ საქართველოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ორგანიზაცია...