მთავარისიახლეებიმსოფლიო"გინდათ სიცოცხლე? გაიქეცით! სიცოცხლე გინდათ? ჩაბარდით ტყვედ!" - ზელენსკი

“გინდათ სიცოცხლე? გაიქეცით! სიცოცხლე გინდათ? ჩაბარდით ტყვედ!” – ზელენსკი

Published on

ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ტრადიციულ ვიდეომიმართვაში რუსეთის მოქალაქეებსა და რუს ჯარისკაცებს მიმართა.

“თუ სიცოცხლე გინდათ, თქვენი თავისუფლებისთვის თქვენსავე ქუჩებში იბრძოლეთ. თქვენ ისედაც ყველაფერი წაგართვეს. იქნებ თქვენგან რომელიმეს ნავთობმომპოვებელი კოშკურები აქვს? იქნებ სასახლეები და იახტები გაქვთ? ან იქნებ, ბანკი?

არა, თქვენ მხოლოდ კრედიტები გაქვთ, საღამოხანს – სახრავი და ახლა – მობილიზაციაც.

იბრძოლეთ ყველაფრისთვის! ნუ მოძვრებით ჩვენს მიწაზე, ჩვენს სულებში და ჩვენს კულტურაში!..” – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა ტრადიციულ, საღამოს ვიდეომიმართვაში.

ზელენსკი მობილიზებულთა საკითხსაც შეეხო და მათ, ვინც უკრაინისკენ იარაღით ხელში მოდის, მარტივი რჩევა მისცა: “გინდათ სიცოცხლე? გაიქეცით! სიცოცხლე გინდათ? ჩაბარდით ტყვედ!”.

სიახლეები

ოპოზიციის ლიდერები აკრედიტებულ ელჩებს ხვდებიან

პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვამდე ერთი დღით ადრე ოპოზიციის ლიდერები საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს...

ტრამპი: არ მჯერა, რომ რუსეთი ირანს ეხმარება

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მას არ სჯერა, რომ რუსეთი ირანს ეხმარება. ამის შესახებ...

გარემოს ეროვნული სააგენტო: ამინდი უარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 20 ოქტომბრის ღამიდან 22 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოს ტერიტორიაზე...

მასშტაბური ძალადობის შემდეგ საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში კომენდანტის საათი დაწესდება

შაბათ-კვირას დაფიქსირებული მასშტაბური ძალადობის შემდეგ საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში კომენდანტის საათი დაწესდება. პრემიერმინისტრ სებასტიან ლეკორნუს...