ბირთვული იარაღიც კი ვერ შეაჩერებს უკრაინელებს თავიანთი მიწის დაცვაში – დანილოვი

0
205

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ოლექსი დანილოვი აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენება ვერ შეაჩერებს უკრაინას დაცვას მისი ტერიტორიები.

ამ თემაზე მან “რადიო თავისუფლებასთან” ისაუბრა.

“თუ მსოფლიო თანამეგობრობის, ნატოს ქვეყნების მხრიდან არ იქნება პასუხი ასეთ გაბედულ შეტევაზე (თუ ეს მოხდება), ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ დავიცავთ ჩვენს მიწას.

მინდა ყველამ გაიგოს, რომ ვერავინ შეგვიშლის ხელს: ვერც პუტინი და ვერც მისი ჯარები. და ეს არაერთხელ დადასტურდა”, – თქვა დანილოვმა.

მისივე თქმით, ეროვნული უშიშროების და თავდაცვის საბჭოს აპარატმა შეიმუშავა დეტალური ინსტრუქციები მოქალაქეებისთვის იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი გამოიყენებს ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს.

წინა სტატიამუდმივ კონტაქტში ვარ უკრაინის უმაღლეს ხელმძღვანელობასთან, მათი აზრით, ყველაფერი კარგად მიდის – მიხეილ სააკაშვილი
შემდეგი სტატიააშშ უკრაინისთვის დამატებით $1.1 მილიარდის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს ამზადებს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური