მთავარისიახლეებიBBC: "რუს დეზერტირებს გაუმარჯოს", როგორ ხვდება საქართველო რუსების ახალ ტალღას

BBC: “რუს დეზერტირებს გაუმარჯოს”, როგორ ხვდება საქართველო რუსების ახალ ტალღას

Published on

საქართველო ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორის, სადაც დღეს რუსებს შეუძლიათ სწრაფად და შედარებით იაფად წასვლა. ეს ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც მათ შეუძლიათ მთელი წელი დარჩნენ უვიზოდ – ამის შესახებ საერთაშორისო გამოცემა BBC წერს.

სტატიაში აღნიშნულია, რომ უკრაინაში ომის დაწყების გამო, საქართველოში ასობით ათასი ადამიანი ჩავიდა. ვლადიმერ პუტინის მიერ გამოცხადებულმა მობილიზაციამ კი გამოიწვია საზღვარზე მრავალკილომეტრიანი საცობები და პარალელურად ახალი მოწოდებები რუსებისთვის პრივილეგიების გაუქმების შესახებ.

„ყველა პუტინისტმა დეზერტირმა უნდა იცოდეს, რომ საქართველოში ელარჯს არ გამოუძახებენ“, – ასე გამოეხმაურა ბადრი გრიგალაშვილი საკუთარ ქმედებას სოციალურ ქსელში, როდესაც თბილისის აეროპორტში მობილიზაციისგან გაქცეულ რუსებს პლაკატით „გამარჯობა რუს დეზერტირებს“ შეხვდა. გრიგალაშვილი 25 წლის ოპოზიციური პარტია „გირჩი მეტი თავისუფლების“ წევრი ამბობს, რომ მისი ქმედება სარკასტული გზავნილია იმ რუსებისთვის, რომლებიც ორმაგი სტანდარტებით ცხოვრობენ.

“ელარჯი, ტრადიციული ქართული კერძი – სიმინდის ფაფა ყველით – თბილისის რესტორანში მიართვა რუსმა ტელეწამყვანმა ვლადიმერ პოზნერმა, რომლის ჩამოსვლამ 2021 წელს ოპოზიციის პროტესტი გამოიწვია.

დღეს საქართველოს ხელისუფლების კრიტიკოსებისგან, რომლებიც ხელისუფლებას რუსეთის ხელისუფლებისა და მათ მხარდამჭერთა ლოიალურობაში ადანაშაულებენ, ხშირად ისმის გამოთქმა „ელარჯი გაიყვანე“ – წერს BBC.

სტატიაში ვკითხულობთ, რომ ის, ვინც დღეს რუსეთში მობილიზაციას გაურბის, მხარს არ უჭერს უკრაინაში ომს, მაგრამ აქტივისტის პოზიცია ასახავს ბევრი ქართველის შიშს: რომ საქართველოში დასახლდებიან ისინიც, ვინც პუტინის დროს საკმაოდ კომფორტულად ცხოვრობდნენ ბოლო წლებში.

ამავე სტატიაში ნათქვამია, რომ თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, საქართველო გახდა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული „გადასახლების“ მიმართულება რუსებისთვის, რომლებიც გაექცნენ რეპრესიებს ან დასავლეთის სანქციებს.

BBC წერს, რომ მობილიზაციის დაწყების შემდეგ დასავლეთის არაერთმა ქვეყანამ მიიღო მკაცრი ზომები, ხოლო საქართველომ შეზღუდვები არ დააწესა და, შსს-ს ინფორმაციით, მობილიზაციის ფონზე რუსეთიდან საქართველოში შემოსული ადამიანების რაოდენობა თითქმის გაორმაგდა.

“22 სექტემბერს, როდესაც სოციალურ ქსელებში და მედიაში გავრცელდა ინფორმაცია რუსეთიდან გასასვლელებზე კილომეტრიანი რიგების შესახებ, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (პასუხისმგებელია საბაჟოზე) განაცხადა, რომ ბოლო ათი დღის განმავლობაში მკვეთრი მატება და დიდი განსხვავება არ ყოფილა. საზღვრიდან გასულ და შემოსულებს შორის.

დეპარტამენტმა მოუწოდა მედიას, თავი შეიკავონ ცრუ და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან.

მსგავსი განცხადებები გაკეთდა მოსკოვშიც. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ ცნობებს აეროპორტებსა და საზღვრებზე რიგების შესახებ უხეში გაზვიადება უწოდა”- წერს BBC.

ფონდ „თავისუფალ რუსეთზე“ (რუსეთში ეს ორგანიზაცია არასასურველად გამოცხადდა) დაყრდნობით, სტატიაში ნათქვამია, რომ მობილიზაციის დაწყების შემდეგ, ფონდის დირექტორის, იეგორ კუროპტევის თქმით, რუსებს საქართველოში შესვლაზე უარს პრაქტიკულად არ ეუბნებიან.

BBC წერს, რომ ყოფილი სპორტსმენი რუსეთის სამხრეთიდან, რომელიც, ისევე როგორც დანარჩენი, თავის სახელს არ ასახელებს ამბობს, რომ პოლიტიკა საერთოდ არ აინტერესებს და თითქმის არაფერი იცოდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ, სანამ რუსეთი ახალ ომს დაიწყებოდა, ამჯერად მეზობელ უკრაინასთან.

სიახლეები

ვანო ნადირაძე თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს - ვანო ნადირაძე უკანასკნელ გზაზე ოჯახის...

პატიმრობა ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში – ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებები შედის

ქართული ოცნების პარლამენტს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებითი ცვლილებები შეაქვს. ცვლილების საბოლოოდ დამტკიცების შემთხვევაში, ადამიანს ადმინისტრაციული...

ვულოცავთ დანიას ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარედ დანიშვნას… მედი გვაქვს თქვენი ურყევი მხარდაჭერის-ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი დანიას ევროკავშირის თავმჯდომარედ დანიშვნას ულოცავს და იმედს გამოთქვამს, რომ დანია საქართველოს ევროპულ...

ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს

ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს. ამის შესახებ რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე ივანიშვილის დეპუტატმა, არჩილ...