მთავარისიახლეები"აფხაზეთი არ უნდა იყოს მიტოვებული" - ლუკაშენკო ბიჭვინთაში ბჟანიას შეხვდა

“აფხაზეთი არ უნდა იყოს მიტოვებული” – ლუკაშენკო ბიჭვინთაში ბჟანიას შეხვდა

Published on

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი, ასლან ბჟანია ბელარუსის პრეზიდენტ, ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვდა.

პრესსმასახური ამბობს, რომ შეხვედრა აგარაკზე გაიმართა.

“თქვენ თქვით, რომ აფხაზეთის იზოლაცია, ეკონომიკური ბლოკადა არასწორი გადაწყვეტილებაა. ამის შესახებ აფხაზეთმა იცის და აფასებს. ჩვენ გვაქვს კარგი ადამიანური ურთიერთობები. ძალიან კმაყოფილი ვართ თქვენი ჩასვლით”, – თქვა ბჟანიამ.

ლუკაშენკომ თქვა, რომ გუშინ რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე განიხილეს “აფხაზეთის პრობლემები”,

“მივედით იმავე დასკვნამდე, რომ აფხაზეთი არ უნდა იყოს მიტოვებული. მას დახმარება სჭირდება, რათა ამ აყვავებულ მიწაზე მცხოვრებმა ხალხმა, ნორმალურად იცხოვროს”, – განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ.

ლუკაშენკოს მტკიცებით, მისი ვიზიტი აფხაზეთში რაიმე განსაკუთრებულ ვითარებას არ უკავშირდება.

სიახლეები

პოლიციელ ბიძინა ჟამერაშვილის საჩივრის საფუძველზე, სამოქალაქო აქტივისტ ალბი კორძაიას 5 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს

პოლიციელ ბიძინა ჟამერაშვილის საჩივრის საფუძველზე, სამოქალაქო აქტივისტ ალბი კორძაიას 5 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს -...

ევროპა რუსეთის წინააღმდეგ ბოლო სამ წელში სანქციების ყველაზე მკაცრ პაკეტს ამზადებს-საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჟან-ნოელ ბაროს განცხადებით, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ყველაზე მკაცრი სანქციების ახალ...

ნეთანიაჰუმ ტრამპი ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარადგინა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბინიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს აცნობა, რომ ნობელის მშვიდობის პრემიაზე მისი...

კახეთში დაჭრილი პირებიდან, ერთ-ერთი კახეთის პოლიციის თანამშრომელია

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კახეთში ორი პირის დაჭრის ფაქტზე 1999 წელს დაბადებული ნ.რ. დააკავეს....