თბილისში და ზოგადად, საქართველოში რუსეთის მოქალაქეების დიდი რაოდენობით შემოსვლის შესახებ უკვე რუსული პრესაც წერს. მაგალითად, “კომსომოლსკაია პრავდა” თავის ერთ მასალას ასე ასათაურებს: Из-за наплыва русских Тбилиси превращается в Рязань.
“რუსების ბრბოში ქართველი ძნელად საპოვნია. რუსები არიან ყველგან – მეტროს მგზავრების შემადგენლობა რუსულია, მაღაზიებში – რუსები, ბანკომატებთან სადისკუსიო კლუბი რუსულ ენაზე და ბოლო ცნობებით “იქედან” ანუ მოსკოვიდან და დონბასიდან… ქალაქში, სადაც სსრკ-ს დროს 100.000 რუსი ცხოვრობდა, ახლა მათი რაოდენობა 200.000-ზე მეტია (120.000-მა აქ ჯერ კიდევ გაზაფხულზე გადმოინაცვლა)”, – წერს “კომსომოლსკაია პრავდას” სპეციალური კორესპონდენტი ვლადიმირ ვოლოშინი.
საქართველოს ხელისუფლებაში კი აცხადებენ, რომ ზემო ლარსზე საზღვრის დაკეტვის აუცილებლობას ვერ ხედავენ. შსს აქვეყნებს სტატისტიკას, რამდენმა ადამიანმა გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი რუსეთიდან 17-26 სექტემბერს
უწყების ცნობით, მიმდინარე წლის 21 სექტემბრის შემდგომ, საქართველო-რუსეთის ფედერაციის საზღვარზე მოიმატა რუსეთიდან შემომსვლელ პირთა რაოდენობამ.
საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, გაგაცნობთ ბოლო 10 დღის მონაცემებს, კერძოდ, საქართველოს საზღვარი ყველა გამშვები პუნქტიდან გადმოკვეთა და გადაკვეთა:
17 სექტემბერს 6986 – 7406
18 სექტემბერს 6606 – 6743
19 სექტემბერს 6411 – 6782
20 სექტემბერს 5603 – 6199
21 სექტემბერს 6402 – 6011
22 სექტემბერს 6150 – 6050
23 სექტემბერს 9307 – 6214
24სექტემბერს 9330 – 6249
25 სექტემბერს 11 143 – 5519
26 სექტემბერს 10 804 – 4947 რუსეთის მოქალაქემ, რაც ჯამში 62.120 ადამიანია. შეგახსენებთ, აქ მოცემულია როგორც საქართველოში შემოსული, ასევე საქართველოდან გასული მოქალაქეების მონაცემები.