მთავარისიახლეებიჩრდ. ოსეთის შსს ამბობს, რომ ლარსის საგუშაგოზე საზღვრის ფეხით გადაკვეთა დაშვებული იქნება

ჩრდ. ოსეთის შსს ამბობს, რომ ლარსის საგუშაგოზე საზღვრის ფეხით გადაკვეთა დაშვებული იქნება

Published on

ჩრდილო ოსეთის შსს ამბობს, რომ საქართველოსთან, ზემო ლარსის საგუშაგოზე საზღვრის ფეხით გადაკვეთა დაშვებული იქნება. უწყება ამბობს, რომ საგუშაგოზე ერთმანეთს შეხვდნენ შს მინისტრი, სახელმწიფო საგზაო ინსპექციის უფროსი და რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო დეპარტამენტის ხელმძღვანელები.

“მიუხედავად მიღებული ზომებისა… ვითარება კვლავ უკიდურესად დაძაბულია, რაც მოითხოვს დამატებით ზომების მიღებას მოქალაქეთა უსაფრთხოების ორგანიზების კუთხით.

ამ მიზნით, ისევე როგორც უკანონო ქცევისა და კონფლიქტური სიტუაციების წარმოშობის რისკების შესამცირებლად, შეხვედრის შედეგების შემდეგ, მონაწილეებმა გადაწყვიტეს მოქალაქეებისთვის საზღვრის ფეხით გადაკვეთის ნება მიეცეთ”, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

სიახლეები

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...

უიტკოფი- უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროპის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან

აშშ-ს სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის განცხადებით, ვლადიმირ პუტინი დათანხმდა, რომ უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების მომდევნო...

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...