მთავარისიახლეებისაზოგადოებარუსეთ-საქართველოს საზღვართან 30 კილომეტრიანი რიგია

რუსეთ-საქართველოს საზღვართან 30 კილომეტრიანი რიგია

Published on

რუსეთ – საქართველოს საზღვართან 30 კილომეტრიანი რიგია. კოლონაში სამი ათასამდე მანქანა დგას. ვიდეოკადრებით, რომელიც ნეიტრალურ ზონაშია გადაღებული, დგინდება, რომ მგზავრების ნაწილმა მანქანები მიატოვა და საქართველოში გადმოსვლას ფეხით ან ველოსიპედით ცდილობს.

დეზერტირები პანიკაში არიან. ყოველწუთს ელოდებიან ბრძანებას, რომლის მიხედვითაც 18-დან 58 წლამდე მამაკაცებს კომისარიატის ცნობის გარეშე რუსეთის დატოვება აერკკრძალებათ. პანიკაში არიან ქალებიც. შეზღუდვა, სავარაუდოდ, მათაც შეეხებათ. პუტინი პუტინი ფრონტის ხაზზე ექიმების წაყვანასაც გეგმავს.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ უახლოეს საათებში რუსეთმა შესაძლოა, საზღვარი საერთოდ ჩაკეტოს.

რუსეთის მოქალაქეები პირდაპირ ამბობენ, რომ სამშობლოშ გამოცხადებულ მობილიზაციას გამოექცნენ.

მე დეზერტირი ვარ,მ მობილიზაციის გამო წამოვედი რუსეთიდან. ძალიან ცუდი მდგომარეობაა ახლა იქ. ყველა ცდილობს ქვეყნიდან გაქცევას. 30 საათი დამჭირდება ფეხით სიარული აქამდე რომ მომეღწია. ვაპირებ საქართველოში დარჩენას და აქ ცხოვრებას, – ამბობს რუსეთის მოქალაქე.

რუსეთის მოქალაქეები ასევე ქართველ მესაზღვრეებს ქვეყანაში თავისუფლად შემოსვლისთვის მადლობას უხდიან. მათი თქმით, მესაზღვრეები მათ ზედმეტ კითხვებს არ უსვამენ და მხოლოდ პასპორტებს უმოწმებენ.

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...