მთავარისიახლეებიმსოფლიოფედერალურ გზებს გადავკეტავთ, საბურავებს, თივას წავუკიდებთ - დაღესტანი პროტესტს იწყებს

ფედერალურ გზებს გადავკეტავთ, საბურავებს, თივას წავუკიდებთ – დაღესტანი პროტესტს იწყებს

Published on

ტელეგრამ-არხზე “უტრო დაგესტანა” მასობრივი დაუმორჩილებლობა დაანონსდა – ერთსაათიანი ულტიმატუმის ათვლა დაწყებულია. ადგილობრივები რუსეთში გამოცხადებულ ნაწილობრივ მობილიზაციას აპროტესტებენ, რომელიც მათ რეგიონსაც შეეხო. 

“თუ ერთი საათის განმავლობაში არ გაათავისუფლებთ ყველა დაკავებულს, ჩვენ მთელ დაღესტანს ფედერალურ ტრასებზე გამოვიყვანთ: წავუკიდებთ საბურავებს, შეშას და თივას, ამავე მეთოდით გავაჩერებთ მატარებლებს.

ჩვენო დებო და ძმებო, ვინც ფედერალურ გზატკეცილებთან ახლოს ცხოვრობთ: მოიძიეთ ბოთლი, სპირტი, საბურავები და შეშა და დაელოდეთ ჩემს სიგნალს – თქვენ ზუსტად ერთი საათი გაქვთ”, – წერს “უტრო დაგესტანა” .

შეგახსენებთ, დღეს, დღის განმავლობაში, მახაჩყალაში, მობილიზაციის საწინააღმდეგო აქციებზე, ათეულობით ადამიანი, მათ შორის, ქალები დააკავეს.

სიახლეები

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...

11 შეკვრა „კოკაინი“ და სინთეზური ნარკოტიკები – დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისისა და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა.- მე-13 ხელფასი გაიცემა საზმაუს...

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...