მთავარისიახლეებიმსოფლიორა უნდა ვიცოდეთ ამ დროისთვის - სად რა ხდება უკრაინაში

რა უნდა ვიცოდეთ ამ დროისთვის – სად რა ხდება უკრაინაში

Published on

უკრაინის არმიის გენშტაბის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში განადგურებულია საბრძოლო მასალების სამი საწყობი და ერთი რუსული სამხედრო შტაბი.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინის შეარაღებულმა ძალებმა დაამყარეს კონტროლი ლოზოვოსა და ნოვო კარპოვკაზე, ქალაქ იზიუმის აღმოსავლეთით.

რთული მდგომარეობა ნარჩუნდება ხერსონის მიმართულებაზე, მიმდინარეობს ბრძოლები. დასახლება კოსტრომკაზე უკრაინელების სატანკო შეტევა წარუმატებელი აღმოჩნდა. სოფელი რუხ ზონაში მდებარეობს. მტერი წარმატებით იყენებს ახალ მეთოდს – თითქოსდა ტოვებს სოფლებს, ხოლო მას შემდეგ, რაც უკრაინელები შესვლას იწყებენ, ახდენს საარტილერიო ცეცხლის კორექტირებას.

ირანული კამიკაძე-დრონები ოდესის თავზე დაფრინავდნენ. გენშტაბის ცნობით, დრონი ოთხი იყო, ერთი კი მეზენიტეებმა ჩამოაგდეს. სამი დრონი ადმინისტრაციულ შენობას დაეცა, იქ ახლა მეხანძრეები მუშაობენ. დაშავებულებზე ჯერ ცნობები არ არის. ამ დროისთვის გავრცელებული ინფორმაციით, ირანული დრონებით ოდესაზე შეტევები გრძელდება.

აფეთქების ხმები ზაპოროჟიაშიც ისმოდა, ამ დროისთვის ცნობილია სამი დაჭრილის შესახებ – დაინგრა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი.

ხერსონში, ოკუპანტების თავშეყრის ადგილის – სასტუმროს დაბომბვის შედეგად უკრაინის რადას ექს-დეპუტატი, კოლაბორანტი ალექსეი ჟურავკო დაიღუპა. ის რეგიონების პარტიის წარმომადგენელი იყო, 2014 წელს კი რუსეთში წავიდა. “მოფრენის” დროს ნომერში RT-ს გადამღები ჯგუფიც იმყოფებოდა – ჯგუფის წევრები გადარჩნენ.

აშშ-ის ომის შემსწავლელი ინსტიტუტი იტყობინება, რომ რუსეთი უკრაინელი სამხედრო ტყვეების იძულებითი მობილიზაციისთვის ემზადება. 

სიახლეები

თვითონ გჯერათ, რომ საქართველოსთვის მე საფრთხეს წარმოვადგენ? – პაატა ბურჭულაძე მოსამართლეს

"თვითონ გჯერათ, რომ საქართველოსთვის მე საფრთხეს წარმოვადგენ?" - ამ სიტყვებით მიმართა მსოფლიო ბანმა, პაატა...

ცნობილია, რომელ უნივერსიტეტს რა ფაკულტეტები დარჩება

„ქართული ოცნების“ მთავრობის განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ სამთავრობო გუნდის მიერ შემუშავებული განათლების რეფორმის ფარგლებში...

ოცნება 6 წელზე მეტი ასაკის მანქანების იმპორტის აკრძალვას გეგმავს

ქართული ოცნების მთავრობა 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტის აკრძალვას გეგმავს. ეს ქართული ოცნების...

1-ელი ივლისიდან იკრძალება პლასტმასის მასალაში მოთავსებული სურსათის გაცემა

ირაკლი კობახიძის განცხადებით, პლასტიკის იმ პროდუქციის გამოყენებაზე, რომელიც სურსათთან პირდაპირ შეხებაშია, შეზღუდვები ეტაპობრივად ამოქმედდება. მისი...