მთავარისიახლეებიმსოფლიორუსეთს გაეროს უშიშროების საბჭოს წევრობა უნდა შეუჩერდეს - შარლ მიშელი

რუსეთს გაეროს უშიშროების საბჭოს წევრობა უნდა შეუჩერდეს – შარლ მიშელი

Published on

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი მიიჩნევს, რომ რუსეთს გაეროს უშიშროების საბჭოს წევრობა უნდა შეუჩერდეს – ამის შესახებ მან ნიუ-იორკში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„როდესაც უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი არაპროვოცირებულსა და გაუმართლებელ ომს იწყებს, ომს, რომელსაც გენერალური ასამბლეა გმობს, ასეთი წევრის საბჭოში წევრობის შეჩერება, ჩემი აზრით, ავტომატური უნდა იყოს”, – განაცხადა მიშელმა.

მან ასევე განაცხადა გაეროს უშიშროების საბჭოში ვეტოს უფლების გამოყენებაზე რეფორმის საჭიროებაზე.

„ვეტოს უფლების გამოყენება გამონაკლისი უნდა იყოს, მაგრამ, როგორც ვხედავთ, ეს წესი გახდა. რეფორმა საჭირო და გადაუდებელია”, – აღნიშნა მიშელმა.

შეგახსენებთ, რომ 7 აპრილს გაერომ რუსეთს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრობა შეუჩერა.

სიახლეები

თეირანის დიქტატორები სრულ ფასს გადაიხდიან“-ნეთანიაჰუ

თეირანის დიქტატორები სრულ ფასს გადაიხდიან“, - ასე ეხმაურება ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ირანის მიერ...

პუტინის თქმით, ზელენსკისთან შეხვედრისთვის მზადაა

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თქმით, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისთვის მზადაა. ინფორმაცია რუსულ მედიაში...

ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ადამიანი ემსხვერპლა

ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ადამიანი ემსხვერპლა. ადგილოვრივი გამოცემა Ajara Times-ის ინფორმაციით, დაღუპულებს შორის...

ისრაელში საქართველოს საელჩოს შენობის მიმდებარედ ჭურვი ჩამოვარდა – საელჩო

ისრაელში საქართველოს საელჩოს შენობის მიმდებარედ ჭურვი ჩამოვარდა - ინფორმაციას საქართველოს საელჩო სოციალურ ქსელში ავრცელებს. საელჩოს...