მთავარისიახლეებიმსოფლიორუსეთი მობილიზაციის მცდელობისას "სერიოზული და სისტემური პრობლემების" წინაშე აღმოჩნდა - ISW

რუსეთი მობილიზაციის მცდელობისას “სერიოზული და სისტემური პრობლემების” წინაშე აღმოჩნდა – ISW

Published on

ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი (ISW), რომელიც აანალიზებს მოხსენებებს იმის შესახებ, თუ როგორ მიმდინარეობს მობილიზაცია რუსეთში, ასკვნის, რომ რუსეთის ხელისუფლება განიცდის “სერიოზულ და სისტემურ პრობლემებს”.

სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისები მობილიზების ფარგლებში, იწვევენ კაცებს, რომელთაგან ზოგიერთი არ აკმაყოფილებს კრემლის მიერ ოფიციალურად გაცხადებულ კრიტერიუმებს. პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადეს, რომ საბრძოლო მზადყოფნის რეზერვისტები, და უპირველეს ყოვლისა, საბრძოლო გამოცდილების მქონე მამაკაცები უნდა იყვნენ მობილიზებული.

სამხედრო ბლოგერები და სოციალური მედიის მომხმარებლები აცხადებენ, რომ სტუდენტები, ხანდაზმული ადამიანები, სამხედრო ინდუსტრიის მუშები და ისინი, ვინც არ მსახურობდნენ ჯარში, იღებენ გამოძახებების შესახებ ცნობას, თუმცა შოიგუმ და სხვა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ეს კატეგორიები მობილიზაციისგან თავისუფლდებიან.

ინსტიტუტის ცნობით, წარუმატებელი ომის დროს მობილიზაციის პირველ დღეებში შეცდომები შეიძლება საკმაოდ გასაგები იყოს, მაგრამ მაინც მეტყველებს იმაზე, რომ სამობილიზაციო ინფრასტრუქტურა არ იყო მომზადებული ომისთვის.

მათივე ინფორმაციით, წარუმატებელმა სამობილიზაციო კამპანიამ შეიძლება, გამოიწვიოს უკმაყოფილების შემდგომი ზრდა. მათ შორის, უკრაინაში შეიარაღებული შეჭრის მომხრეების მხრიდანც.

“შესაძლოა, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მოაგვაროს ეს პრობლემები და მომართოს სამობილიზაციო ძალისხმევას სწორი მიმართულებით. ასევე, შესაძლებელია, რომ ასეთი პრობლემები არ იყოს ყველგან. ამავდროულად, არის ცნობები, რომ რეგიონული ჩინოვნიკები უბრალოდ ვალდებულნი იყვნენ მობილიზებულთა გარკვეული რაოდენობა მიეწოდებინათ და ალბათ, ამან აიძულა ისინი უგულებელყოთ დეკლარირებული შერჩევის პრინციპები”, ნათქვამია ISW-ის ანგარიშში.

ამავდროულად, რეგიონებში მობილიზაციის მასშტაბები განსხვავდება, რამაც შესაძლოა გააძლიეროს სოციალური დაძაბულობა, რომელიც უკვე წარმოიშვა ადრე მოხალისეთა ბატალიონების შექმნის სავარაუდო უთანასწორობის გამო.

ISW- ის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ რესპუბლიკა მობილიზებას არ განახორციელებს, რადგან მასში გაწვევის გეგმა “254%-ით გადაჭარბებული იყო”. კადიროვის განცხადება შემაშფოთებელი მაჩვენებელია კრემლისთვის: თუ ომის ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული მხარდამჭერი გრძნობს თავს იძულებულად, უარი თქვას თანამემამულეების მობილიზებაზე, ეს მიუთითებს იმაზე, რომ კადიროვიც კი გრძნობს სახალხო უკმაყოფილებას.

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...