მთავარისიახლეებისაზოგადოებაპროფესიული უნარების გამოცდაზე გასული პედაგოგების 80% ჩაიჭრა

პროფესიული უნარების გამოცდაზე გასული პედაგოგების 80% ჩაიჭრა

Published on

2022 წელს 10 846 მასწავლებელი გავიდა პროფესიული უნარების გამოცდაზე, რომელიც წელს პირველად ჩატარდა უფროსი და წამყვანი პედაგოგებისთვის. 

დაწესებული ბარიერი კი მათგან მხოლოდ 2 640-მა გადალახა.

ინფორმაცია ამის შესახებ etaloni.ge შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს. 

ცენტრის ინფორმაციით უფროსი/წამყვანი პედაგოგებისთვის ჩატარებულ გამოცდაზე ჯამში 12 628 აპლიკანტი იყო დარეგისტრირებული, აქედან უფროსის სტატუსის 9 315 პედაგოგი იყო, ხოლო 3 313 წამყვანის სტატუსის.

რეგისტრირებული უფროსი პედაგოგებიდან გამოცდაზე 8 102 მასწავლებელი გავიდა, საიდანაც ბარიერი წარმატებით 2 456-ნა გადალახა.

რაც შეეხება წამყვანის სტატუსის მქონე პედაგოგებს, 2 744 მასწავლებლებიდან ბარიერი მხოლოდ 184-მა გადალახა.

შეფასებისა და გამოცდების მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ირკვევა, რომ უფროსი/წამყვანი მასწავლებლების გამოცდა ჯამში, 8 206-მა პედაგოგმა ვერ ჩააბარა.

სიახლეები

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დეესკალაცია აუცილებელია რეგიონის სტაბილურობისთვის

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენი ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამწვავების ფონზე სასწრაფო დეესკალაციისკენ მოუწოდა,...

კატარი: სამაგიეროს გადავუხდით ირანს

კატარი ინარჩუნებს ირანისთვის სამაგიეროს გადახდის უფლებას, კატარელ ხალხზე მისი ღია თავდასხმის შემდეგ,- ამის შესახებ...

მოსკოვი თეირანთან მუდმივ კონტაქტზეა-პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ირანის ხელმძღვანელობასთან მუდმივ კავშირზე იმყოფება. მისი...

მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი – ნინო წილოსანი სამძიმრის წერილზე

ყველა ქვეყნის კანონმდებლობაში მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი - ასე შეაფასა "ქართული ოცნების"...