მთავარისიახლეებიმსოფლიოევროკავშირმა პუტინის მუქარა ბირთვულ იარაღზე სერიოზულად უნდა მიიღოს - ბორელი

ევროკავშირმა პუტინის მუქარა ბირთვულ იარაღზე სერიოზულად უნდა მიიღოს – ბორელი

Published on

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი ამბობს, რომ ევროკავშირმა არ უნდა უგულებელყოს რუსეთის პრეზდენტის მუქარა ბირთვული იარაღის გამოყენებაზე. ამასთან დაკავშირებით ბორელმა BBC-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

“რა თქმა უნდა, ეს არის სახიფათო მომენტი, რადგან რუსული არმია კუთხეშია მიმწყვდეული და პუტინის რეაქცია – ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარა – ძალიან ცუდია”, – თქვა მან.

როგორც ბორელმა აღნიშნა, უნდა გამოიძებნოს დიპლომატიური გადაწყვეტის გზა, რომელიც “უკრაინის საუვერენტიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას შეინარჩუნებს”.

“სხვა შემთხვევაში ჩვნ შეიძლება დავასრულოთ ომი, მაგრამ არ გვქონდეს მშვიდობა და ამის შემდეგ გვექნება კიდევ ერთი ომი”, – თქვა მან.

შეგახსენებთ, რომ 21 სექტემბერს პუტინი დაიმუქრა და თქვა, რომ მის ქვეყანას აქვს ბირთვული იარაღი და საფრთხის შემთხვევაში, “ხალხის დასაცავად”, ყველა საშუალებას გამოიყენებს.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...