მთავარისიახლეებისაზოგადოებაბოლო 5 თვეში საქართველოში 228 ათასი რუსი შემოვიდა- ოპოზიცია საემიგრაციო კანონების გამკაცრებას...

ბოლო 5 თვეში საქართველოში 228 ათასი რუსი შემოვიდა- ოპოზიცია საემიგრაციო კანონების გამკაცრებას ითხოვს

Published on

მხოლოდ აგვისტოს თვეში წინა თვეებთან შედარებით საქართველოში 48 ათასით მეტი რუსეთის მოქალაქე შემოვიდა – ინფორმაციას კვლევითი ორგანიზაცია pmc.ge ასაჯაროვებს.

ირკვევა, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საზღვრის გადმომკვეთი და საქართველოში შემოსული რუსების რიცხვი კატასტროფულად მზარდია.

ბოლო 5 თვის განმავლობაში საქართველოში 228 ათასზე მეტი რუსეთის მოქალაქეა შემოსული. ოპოზიცია საგანგაშო სტატისტიკაზე საუბრობს და არა ერთ რისკს ხედავს. ხელისუფლების ოპონენტები ითხოვენ, სუსმა მკაცრად გააკონტროლოს ვიზიტორები, ასევე, დაწესდეს შეზღუდვა მიგრანტებზე.

მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია საქართველო, სადაც შემოდის ზალიან დიდი რაოდენობით რუსეთის მოქალაქე. სწორედ ამიტომ დავაყენეთ დღის წესრიგში ინიციატივა, რომ რუსეთთან სავიზო რეჟიმის აღდგენა აუცილებელია, რაც მოგვცემს კონტროლის მექანიზმს.

ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ტურისტები არ შემოვუსვათ ქვეყანაში, მაგრამ უნდა დაწესდეს მკაცრი კონტროლის რეჟიმი – ვინ შემოდის ქვეყანაში, რამდენი ხნით, რა გეგმები აქვს. – ამბობს ,,ლელოს” წევრი, სალომე სამადაშვილი.

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...