მთავარისიახლეებისაზოგადოებარუსეთ-საქართველოს საზღვართან რიგის სიგრძე 15 კმ.-ს აღწევს - რუსული მედია

რუსეთ-საქართველოს საზღვართან რიგის სიგრძე 15 კმ.-ს აღწევს – რუსული მედია

Published on

გასული დღე-ღამის განმავლობაში, რუსეთ-საქართველოს საზღვართან, ზემო ლარსის საკონტროლი-გამშვებ პუნქტთან გაჭიმული რიგის სიგრძემ 15 კმ.-ს მიაღწია. საცობი რუსეთის მხრიდანაა, ანუ, იმ ადამიანებისაგან შედგება, ვისაც საქართველოში სურს შემოსვლა. 

საცობის გაზრდის გამო, ჩრდილოეთ ოსეთის შსს-მ გადაწყვეტილება მიიღო, ნაწილობრივ დაბლოკოს ვლადიკავკაზიდან ზემო ლარსთან გასასვლელი გზები, იქეთ მხოლოდ ადგილობრივ ტრანსპორტს უშვებენ. 

იმის გამო, რომ ნეიტრალური ზონის გადაკვეთა ქვეითად დაუშვებელია, რუსეთის მოქალაქეების ნაწილმა გადაწყვიტა, სკუტერებით გადასულიყო საქართველოში, რაც რამდენიმეს გამოუვიდა კიდეც, მაგრამ მოგვიანებით მესაზღვრეებმა ასე გადაადგილება აკრძალეს (დაშვებულია მხოლოდ ველოსიპედითა და მოტოციკლით). 

როგორც რუსი ბლოგერები წერენ, რუსეთ-საქართველოს სახმელეთო საზღვრის გადაკვეთის საშუალო ხანგრძლივობა 24 საათია. 

სიახლეები

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დეესკალაცია აუცილებელია რეგიონის სტაბილურობისთვის

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენი ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამწვავების ფონზე სასწრაფო დეესკალაციისკენ მოუწოდა,...

კატარი: სამაგიეროს გადავუხდით ირანს

კატარი ინარჩუნებს ირანისთვის სამაგიეროს გადახდის უფლებას, კატარელ ხალხზე მისი ღია თავდასხმის შემდეგ,- ამის შესახებ...

მოსკოვი თეირანთან მუდმივ კონტაქტზეა-პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ირანის ხელმძღვანელობასთან მუდმივ კავშირზე იმყოფება. მისი...

მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი – ნინო წილოსანი სამძიმრის წერილზე

ყველა ქვეყნის კანონმდებლობაში მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი - ასე შეაფასა "ქართული ოცნების"...